კატეგორია: პოპ OST – რა კარგი ხარ სიყვარულო

გამოქვეყნდა: Apr 3rd, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,724

OST – Ra kargi khar sikvarulo (”Mkhiaruli romani”)
(მუსიკა: გიორგი ცაბაძე, ტექსტი: პეტრე გრუზინსკი
სიმღერა კინოფილმიდან “მხიარული რომანი“ 1972)

შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი
სად გეძებო, ვაი, რა შორს წახვედი,
.. რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო?
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო X2

წინ თუ შენი სახე გადამეღობა
მზე რად მინდა შენი ჩრდილიც მეყოფა,
.. რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო?
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო X2

მარტოობამ იცი როგორ მაწვალა?
მე ხომ ნატვრა შენმა ნახვამ (ხილვამ) მასწავლა,
.. ამას ვნატრობ შენს მახლობლად მეც ვიყო,
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო X2

სხვა რა გთხოვო უგვირგვინო დედოფალს
მე ხომ შენი მეზობლობაც (მეგობრობაც) მეყოფა,
რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო?
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო.

შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო
რომ გაივლი ..ცულს ნუ დამკრავ, დე ვიყო…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.6/10 (5 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +4 (from 4 votes)
OST - რა კარგი ხარ სიყვარულო, 8.6 out of 10 based on 5 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake