კატეგორია: პოპ მირაჟი – შუა გულში

გამოქვეყნდა: Feb 21st, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,826

Miraji – Shua gulshi
(ჯგუფის სოლისტები: პაატა & შოთა დონდუა)

მწვანე ფერი ხარ გაზაფხული ხარ
ზაფხული ხარ და ვარდისფერი ხარ,
თეთრი ფერი ხარ შენ ზამთარი ხარ
ჩემთვის ამქვეყნად ყველაფერი ხარ.

მე ჩემს ოცნებას ვაფერადებდი
ფერებს ვეძებდი ვერ გამსგავსებდი,
ღიას ვარჩევდი მუქიც მინდოდა
მე… მოფერების ფერი მინდოდა.

მისამღერი:
.. შენ ოქროსფერი შემოდგომა ხარ
უბრალოდ გეტყვი მე შენ მიყვარხარ,
შენ თამარი ხარ, ჩემთვის მერიც ხარ
გალაკტიონის ლექსის ფერი ხარ.

შენ ზღვა ხარ და მე შენს ნაპირს
ვეპარები ფეხაკრეფით
შევცურდები შუა გულში
მომეხვიე ჩაგიხუტო მინდა გულში.

შენ ზღვა ხარ და შენს ნაპირთან
შევჩერდები, ჩამოვჯდები
ჩუმად გეტყვი მე რას ველი
შენს ნაპირთან მე ნავს ველი.

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake