კატეგორია: პოპ გიორგი ლაზვიაშვილი – ფშაური

გამოქვეყნდა: Nov 10th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 8,789

Giorgi Lazviashvili – Fshauri
(ტექსტი: გელა დაიაური)

ღამე ლაშარის ხეობებს,
ფარავდა ღრუბლების სურები,
.. მთის ხეობებში ღრეობენ
ფშავლები და ხევსურები X2

იდგა ლაშარი გელოდა,
მთამ არ იცოდა სათქმელი,
.. რომ სანთელივით დნებოდა
შენი თვალების ნათელი X2

გელოდნენ არ მოსდიოდი
და იდგნენ დარბაისლები,
.. შენ ბალახისთვის კვდებოდი,
შენზე დარდობნენ ნისლები X2

იმ ღამეს თვალებშავება
ღამე ფშავლებმა დალახეს,
.. კვდებოდა ვაჟა-ფშაველა,
გულში იკრავდა ბალახებს X2

ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი,
ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება,
.. ღამ-ღამ რომ იციან მგლებივით წანწალი,
თავლაში თავნება წაწლების ფერობა X2

ფშავლებს ხომ არა ჰყავთ ლექსებში ბადალი,
დილამდე იციან ფანდურზე თენება.
ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალი
და პანტის არაყით მთლად გამოშტერება.

თუ მტერი დალანდეს, იარაღს ისხამენ,
სალი კლდის ვეფხვებად ჩნდებიან ფშავლები.
.. ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ დასდევენ,
ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ მფარველი X2

ნურცა რას მკითხავ და არცა რას გიამბობ,
შენ ჩემი გაჩენის დასწყევლი გარიჟრაჟს!
.. მე შენი დაკარგვა წლების წინ ვიგლოვე
და მთების ნიავიც მეტყოდა სამძიმარს! X2

და ვეღარ მოგიხმობ ვით სატრფოს ქორბუდა,
ღამეებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით,
.. არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი,
არ მინდა სხვის ხელში დამჭკნარი ვარდები X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake