კატეგორია: პატრიოტული დავითი – მე ვარ ქართველი

გამოქვეყნდა: Sep 28th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,014

Daviti – Me var Kartveli

(ხომ ლამაზია ეს საქართველო
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა)

მისამღერი:
.. გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!!! X2

მამულზე ფიქრით თუ ხარ გართული
და ტანს გიმშვენებს ჩოხა ქართული,
თუ ისევ შემოგრჩა მუხლები მგლის
შენს ბებერ მარჯვენას ხმალი ვერ ღლის.

ქუდზე კაცი დღეს თუ არ გვიჭირს
დროშა ქართული მიგვიძღვის წინ,
მაშ ჰეი ქართველნო რის გვეშინია
მხარდამხარ ბრძოლა ვაჯთა წესია.

მტერს შევაგებოთ ხმალი გორდასი
ავჩეხოთ იყოს თუნდაც ათასი,
წინ გავიტანოთ სახელი ჩვენი
ყველამ გაიგოს ჩვენ ვართ ქართველნი.

მისამღერი X2

ჯიშით შენ თუ ხარ ივერიელი
და მკერდში გული გინთია ცხელი,
არ დაგიკარგავს ადათი წესები
ქართული არის შენი ფესვები.

მაშინ აენთე საქართველოსთვის
ერთი ციდისთვის შენი მიწისთვის,
არ დაიშურო სიცოცხლე შენი
გული და სული მას მიუძღვენი.

მუდამ იყავი სადარჯოზე
მტერმა ვერაგმა რომ არ გვიმუხლთოს,
გამოუზარდოთ ლომის ბოკვრები
დედასამშობლოს ჩვენს საქართველოს!!!

მისამღერი X2

(ხომ ლამაზია ეს საქართველო
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 1.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
დავითი - მე ვარ ქართველი, 1.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake