ხ.დ.კ.

ხშირად დასმული კითხვები:

როგორ ვაწარმოო საიტზე ძებნა?

საიტზე ძიების შემთხვევაში გამოიყენეთ ქართული ასოები (UTF-8 ენკოდირებით). ძიება ხორციელდება საკვანძო სიტყვის, სიმღერის დასახელების ან მომღერლის სახელის მიხედვით. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ “ეტიკეტები”. ქართული კლავიატურა ავტომატიურად არის დაყენებული საძიები სისტემის ფანჯარაში. ამავე მინდორში სამი ასოს ჩაწერის შემდეგ ძიების ფანჯარაში გამოდის დამხმარე საკვანძო მინიშნებები.

ზოგჯერ რატომ მბლოკავს საიტი?

თქვენი IP ავტომატიურად იბლოკება მაშინ თუ თქვენ შეგნებულად ან შეუგნებლივ ზედმეტად ტვირთავთ საიტს. ანუ ხშირი უაზრო გადახტომები გვერდიდან გვერდზე, გახშირებულად საძიებო სისტემის გამოყენება, საკონტაქტო და სიმღერის დამატების ფუნქციის აბუჩად აგდება და სხვა მსგავსი ფაქტორები იწვევს თქვენი აიპი მისამართის დროებით დაბლოკვას, რის შემდეგადაც შეგექმნებათ შეფერხებები საიტზე შემოსვლის დროს. გირჩევთ: ნუ გადატვირთავთ საიტს უაზროდ, ნუ გამოიყენებთ საძიებო სისტემას ძალზედ ხშირად, ეცადეთ ეწვიოთ "ინდექსი"-ს გვერდს და იქიდან მოიძიოთ და გააკეთოთ ნავიგაცია. IP-ის დაბლოკვის ფუნქცია დამატებულია იმიტომ რომ დავიცვათ საიტი ზედმეტი გადატვირთვისაგან, Spammer-ებისაგან და უაზრო, შემაწუხე მომხმარებლებისაგან. ყურადღება! თუ თქვენ ფიქრობთ რომ საიტზე დაბლოკილი ხართ და ამას არ იმსახურებთ მოგვწერეთ და შეგვატყობინეთ თქვენი IP მისამართი რომ შევამოწმოთ სისტემა რატომ გბლოკავთ.

ლათინური შრიფტით ძიება რატომ არ არის შესაძლებელი?

საიტზე ძიება ძირითადად ხორციელდება ქართული ასოების საშუალებით (UTF-8 ენკოდირებით). საძიებელი სისტემა ავტომატიურად გარდაქმნის ლათინურ ასოების შესატყვის ქართულ ასოებად. რამდენადაც საიტი გაიყო 3 ნაწილად, რუსული და უცხოური სიმღერები გადავიდა სხვა საიტზე და აქ საჭიროება აღარ არის მოძებნოთ არაქართული სიმღერა.

ძიების დროს რა უნდა გავითვალისწინო?

ძიების დროს უკეთესია თუ გამოიყენებთ ქართულ ასოებს (უნიკოდს, UTF-8 ენკოდირებით). ქართული შრიფტის გამოყენებისას საძიებო სისტემა შედეგს იძლევა არა მხოლოდ სიმღერისა და მომღერლის დასახელების მიხედვით ასევე სიმღერის მთლიანი ტექსტის. ლათინური ასოებით ძიება კი არ ხორციელდება სიმღერის ტექსტის მიხედვით. ძიებისას არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი საკვანძო სიტყვა, უკეთესია მხოლოდ სიმღერის დასახელება ან თუ არ იცით სიმღერის ზუსტი სახელი მაშინ ტექსტის ის ნაწილი რომელიც ზუსტად იცით. არ გამოიყენოთ სასვენი ნიშნები.

რამდენი სიმღერის ტექსტია აქ განთავსებული?

საიტზე განთავსებულია ათასაზე მეტი ქართული სიმღერების ტექსტები და იმ სიმღერების ტექსტები რომლებიც შესრულებულია ქართველების მიერ. ჩვენს რუსულ და უცხოურ საიტებზე კი მათი რაოდენობა ათასამდეა.

ქართული სიმღერების აკორდებს ან ნოტებს რატომ არ ამატებთ?

ქართული სიმღერების აკორდებისათვის უკვე შექმნილია სხვადასხვა ვებ გვერდები, მაგალითად: GeoChords.com და სხვა...

შემიძლია შევუკვეთო სიმღერის ტექსტი?

სიმღერის ტექსტზე შეკვეთა არ მიიღება და ეს ფუნქცია გაუქმებულია. მიზეზად მოთხოვნების დიდი რაოდენობა სახელდება. ადმინისტრაციას წარმოადგენს მხოლოდ ერთი ადამიანი და ფიზიკურად ყველას მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ამის გამო სიმღერის ტექსტის შეკვეთის ფუნქცია გაუქმებულია.

როგორ დავამატო სიმღერის ტექსტი?

სიმღერის ტექსტის დამატება შესაძლებელია ზემოთა მენიუს მეშვეობით: "დაამატეთ სიმღერა"

სად მოვიძიო უცხოური სიმღერების ტექსტები?

ეს საიტი მხოლოდ ქართულ სიმღერებს შეიცავს და უცხოური სიმღერები მხოლოდ მაშინ გვხვდება თუ იგი შესრულებულია ქართველის მიერ ან ეხება საქართველოს. ეს სიმღერები განთავსებულია მოძმე, ქვე-ვებ გვერდებზე:
http://www.rus.geolyrics.com - რუსული სიმღერები
http://www.eng.geolyrics.com - უცხოური სიმღერები
იმისათვის რომ მოიძიოთ უცხოური სიმღერების ტექსტები რომელიც შესრულებულია არაქართველი მომღერლების მიერ ეწვიეთ ჩვენ მეგობარ საიტს:
http://www.searchlyrics.georgianweb.com
სადაც ძიება ხდება მომღერლის დასახელების მეშვეობით.

არის თუ არა აუცილებელი ხმის მიცემა?

ხმის მიცემა (ვარსკვლავის ან ცერა თითის საშუალებით) აუცილებელი არ არის, მაგრამ ხმის მიცემით თქვენი საყვარელი სიმღერა მეტ ქულას დააგროვებს და ავტომატიურად განთავსდება პოპულარულ სიმღერების სიაში ან საუკეთესო ათეულში.

რა განსხვავებაა საიტზე ვარსკვლავსა და ცერა თითს შორის?

ვარსკვლავის საშუალებით ხმის მიცემით ხდება სიმღერის რეიტინგი ქულების მიხედვით, ცერა თითით კი მხოლოდ ირკვევა მოგწონთ თუ არა სიმღერა. ხმის მიცემის დროს გამოიყენეთ ორივე, რომ თქვენმა საყვარელმა სიმღერამ მეტი ქულები დააგროვოს.

როგორ გადმოვწეროთ ვიდეო საიტიდან?

GeoLyrics.com არ არის ვიდეო პორტალი, ამიტომაც ძალიან გთხოვთ ნუ გვაწუხებთ უაზრო თხოვნებით თუ როგორ გადმოწეროთ ვიდეო. ამისათვის არსებობს სხვა უამრავი ვიდეო ჩამომტვირთველი საიტები, ეწვიეთ მათ და იქიდან გადმოწერეთ. ამისდამიუხედავად, ჩვენ თავისმხრივ შეგვიძლია გირჩიოთ საიტი: http://keep-tube.com ეწვიეთ და ჩაწერეთ YouTube-ის ვიდეოს მისამართი და დააწკაპნეთ Download-ს. YouTube-ის ვიდეოს მისამართის მიღება შესაძლებელია თუ თქვენ დააწკაპნებთ ვიდეოს ზემო მენიუს (გაიხსნება ახალ ფანჯარაში).

როგორ გადმოვწეროთ MP3 მუსიკა საიტიდან?

GeoLyrics.com არ არის MP3 პორტალი, საიტის დანიშნულებაა მოგაწოდოთ სიმღერის ტექსტი ან კარაოკე. ამიტომაც ძალიან გთხოვთ ნუ გვაწუხებთ უაზრო თხოვნებით თუ როგორ გადმოწეროთ მუსიკა ან MP3. ამისათვის არსებობს სხვა უამრავი აუდიო ჩამომტვირთველი საიტები, ეწვიეთ მათ და იქიდან გადმოწერეთ. ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ მაგალითად საიტი: http://www.youtube-mp3.org/ka ეწვიეთ ამ საიტს ჩაწერეთ YouTube-ის ვიდეოს მისამართი და დააწკაპნეთ ვიდეო კონვერტაცია-ს. (იხ. ასევე: http://www.video2mp3.net ) შეგახსენებთ რომ ამ დროს ხდება ვიდეოს გარდაქმნა MP3 ფორმატში. YouTube-ის ვიდეოს მისამართის მიღება შესაძლებელია თუ თქვენ დააწკაპნებთ ვიდეოს ზემო მენიუს (გაიხსნება ახალ ფანჯარაში). ამ საიტს აქვს აგრეთვე FireFox-ის და Chrome-ის დანამატი: http://www.youtube-mp3.org/addons რომელიც გაგიადვილებთ ამ პროცესის განხორციელებას.

რატომ ვერ ვახერხებ სიმღერის ტექსტის გადატანას?

სიმღერის ტექსტის გადატანა სხვა საიტებზე აკრძალულია, რათა დაცული იყოს საავტორო უფლებები და ასევე დაფასებულ იქნას საიტის ადმინისტრატორის შრომა. !!! შეგახსენებთ რომ დაიცვათ საავტორო უფლებები !!! ნუ გამოიყენებთ ტექსტებს საჯარო ადგილებზე. დაუკავშირდით მუსიკის ან სიმღერის ტექსტის ავტორებს თუ აპირებთ მათი მასალების გამოყენებას. ასევე სიმღერის ტექსტისა ან მუსიკის ავტორს ვთხოვთ გამოგვეხმაურონ თუ რაიმე შეცდომას ნახავენ საიტზე ან არ სურთ მათი სიმღერების განთავსება ამ საიტზე. ჩვენ ოპერატიულად შევცვლით ტექსტს ან მოვაშორებთ სადაო ვებ გვერდს.

საიტი ფუნქციონირებს მობილურ ტელეფონზე?

ჩვენი საიტი ფუნქციონირებადია ბოლო მოდელების თითქმის ყველა მობილურ ტელეფონზე. საიტი ამ დროს კომპაქტურია და გამორთულია ზედმეტი ფუნქციები, სიმღერის ტექსტისა და აუდიო-ვიდეოს გარდა. ჩვენი საიტის დიზაინიც სხვაგვარია თუმცა ეს უკანასკნელი არ ზღუდავს საიტის მთავარ დანიშნულებას. თუ თქვენ გაქვთ პრობლემა ქართულ შრიფტთან დაკავშირებით, ჩამოტვირთეთ სათანადო პროგრამა UTF-8 ენკოდირებისათვის, ან დახმარებისათვის მიმართეთ მობილურ სერვისის ოფისს. Flash-თან თუ გაქვთ პრობლემა მაშინ ეწვიეთ ფლეშის ძველ არქივს მობილურის მეშვეობით: http://helpx.adobe.com/flash-player/kb/archived-flash-player-versions.html#main_Archived_versions მონახეთ სათანადო ოპერატიული სისტემა, გადმოწერეთ და დააყენეთ. გაამახვილეთ ყურადღება და არ დაგავიწყდეთ მოხსნათ დაცვის ფუნქცია მობილურზე რომ არ იქნას დაბლოკილი ზემო ხსენებული პროგრამა. ანდროიდის სისტემის შემთვევაში შედით SETTINGS + SECURITY და მონიშნეთ UNKNOWN SOURCES (Allow installation of non-Market apps.)
QR code

ჩემს მიერ გამოგზავნილი ტექსტი რატომ არ გამოქვეყნდა?

თუ თქვენ გამოაგზავნეთ სიმღერის ტექსტი და ადმიანისტრაციისგან მიიღეთ დადასტურება მაშინ თქვენი მასალა აუცილებლად განთავსდება ჩვენს ვებ გვერდზე. ეს არ ხდება ერთ-ორ დღეში, რამეთუ არსებობს გარკვეული „რიგი“ და უპირატესობა ადრე გამოგზავნილ მასალას ენიჭება. უპირატესობა ენიჭებათ სიმღერის თემატურ ტექსტებს, მაგალითად თუ თქვენ გამოაგზავნეთ სიმღერა შემოდგომაზე ზაფხულის პერიოდში მაშინ თქვენი მასალის გამოქვეყნება შემოდგომისთვის გადაიდება. ასევე უპირატესობა ენიჭებათ „ახალბედა“ და „უცნობ“ მომღერლების სიმღერებს, რომელთა სიმღერები ფინანსების თუ სხვადასხვა მიზეზების გამო საზოგადოებრივ თუ კომერციულ რადიო-ტელეარხებზე ვერ ხვდება.

როგორ მივიღო სიახლეები?

სიახლეების მიღება შეიძლება
RSS: http://www.geolyrics.com/feed/
ATOM: http://www.geolyrics.com/feed/atom/

ბანერების გაცვლა თუ არის შესაძლებელი?

ჩვენი საიტი არის და იქნება უფასო და რეკლამების გარეშე (თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ შიდა, არაკომერციულ რეკლამას). საიტს მუდმივად ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი და კეთილმოსურნე და არ საჭიროებს ზედმეტ რეკლამირებასა თუ აფიშირებას. საიტს არ ესაჭიროება რეკლამა, რამეთუ არ წარმოადგენს პერსონალურ გვერდს და არც რაიმე ორგანიზაციას. საიტი თქვენს (სტუმრების) მიერ გამოგზავნილი მასალის საშუალებით არსებობს და თქვენივე იქნება მარად და მუდამჟამს.