კატეგორია: პოპ მართვე – კახური შაირები

გამოქვეყნდა: Feb 20th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 12,937

Martve – Kakhuri shairi

ჰაი დელია დელია
განა შაირი ძნელია
იგრე დაგაყრი ლექსებსა
როგორც საყდარში მღვდელია

თუ გინდა შინაც გაგატან
ვირს მოუწყვიტოს წელია
ორი ტომარა სავსე მაქვს
გუდა პირმოუხსნელია – ჰე

მისამღერი:
ჰარალალო ჰარიარალალო
ჰარალიარი-არალო
ჰარი ჰარალალო-ჰე

ჩვენ მეზობელსა მაროსა
ჩურჩხელა უდევს თაროსა
არც თვითონ ჭამს არც სხვას აჭმევს
იმან არ გაიხაროსა

მიხა პაპაი იქვე ძინავს
ვინმემ არ მაიპაროსა
მარუა სასთთუმალს უზის
ძილში არ გაიპაროსა-ჰე

მისამღერი

პაპაი ვირი დაეკარგა
საპალნეს ვიღა მოიგდებს
წამოდი და იყროყინე
იქნებ ყროყინზე მოვიდეს

მიხა პაპაი ეგრე უთხარ
გადაგივარცხნოს ქოჩორი
ვირის ძებნა რაღად უნდა
აგერ ეზრდები ჩოჩორი-ჰე

მისამღერი

დღეს დავამთავრე შაირი
შაირი შარაგრძელია
ორი ტომარა სავსე მაქვს
გუდა პირმოუხსნელია

მეც დავამთავრე შაირი
შაირი შარაგრძელია
დანარჩენს მერე გიამბობთ
განა კი შამამელია-ჰე.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.1/10 (7 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +3 (from 5 votes)
მართვე - კახური შაირები, 8.1 out of 10 based on 7 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!