კატეგორია: პოპ ს.პორტი – მე თუ სადმე დაგინახე

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 625

S. Porti – Me tu sadme daginakhe

მე თუ სადმე დაგინახე,
დაგინახე მარტო.
შენთან მოვალ და ჩაგკიდებ ხელს.

ერთი კოცნა მომინდება,
მომინდება მარტო,
ერთი კოცნა გულს დამიამებს.

და თუ სადმე დაგპატიჟე,
დაგპატიჟე მარტო,
ნუ წამოხვალ ნუ მენდობი გთხოვ.

იქნებ კოცნა არ ვიკმარო,
არ ვიკმარო მარტო,
დავაპირო გასვლა უფრო შორს.

ღმერთი მაპატიებს,
ამ ერთ ცოდვას მარტო,
თუ შევახებ მის ანგელოზს ხელს.

ეცადე ეს გრძნობა,
ქარში არ გაფანტო,
მარტოობა ამათ არა ღირს.

თუ ოდესმე მიმატოვე,
მიმატოვე მარტო,
მივეცემი უსასრულო ფიქრს.

და თუ გულში ჩარჩენილმა,
სევდამ არ გამართო,
ტკივილს მომგვრის ის გაუსაძლის.

ღმერთი მაპატიებს,
ამ ერთ ცოდვას მარტო,
თუ შევახებ მის ანგელოზს ხელს.

ეცადე ეს გრძნობა,
ქარში არ გაფანტო,
მარტოობა ამათ არა ღირს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ს.პორტი - მე თუ სადმე დაგინახე, 7.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!