კატეგორია: პოპ თამუნა ამონაშვილი & ლალი თოთიკაშვილი – ეს ერთი ღამე

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,775

Tamuna Amonashvili & Lali Totikashvili – Es erti ghame

თითქოს იყო კიდეც და არც იყო,
ჩვენი უცნაური სიყვარული.
მერე უნებურად გზები გაიყო,
მერე დარჩა მხოლოდ სინანული.

ნუთუ ის დღეები წარსულს გაჰყვა?
ნუთუ არაფერი არ დარჩა?
იქნება სიყვარულიც სადღაც გაქრა,
მხოლოდ მოგონება გადარჩა.

და გათენდება ეს ერთი ღამეც,
ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს.
არ ჩერდება დრო, მიაქვს წამებს,
ჩვენი სიყვარულიც ასე მალე დამთავრდა.

სადა ხარ?

ალბათ დამთავრდება ეს ლოდინი,
ჩემთან შენს მაგივრად ვინმე მოვა.
როცა მოგონება უკვე შორს მიდის,
უკან დაბრუნება არ გამოვა.

მე შენ იქ გეძებდი სადაც არ ხარ.
იქნებ ამიტომ ვერ გიპოვე?
თუმცა დავიწყებულ სიზმარს ჰგავხარ,
მაინც გელოდები იცოდე.

და გათენდება ეს ერთი ღამეც,
ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს.
არ ჩერდება დრო მიაქვს წამებს,
ღამეს მოვუყვები ჩუმად რამეს.

და გათენდება ეს ერთი ღამეც,
ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს.
არ ჩერდება დრო, მიაქვს წამებს,
ჩვენი სიყვარულიც ასე მალე დამთავრდა.

სადა ხარ?

მე შენ იქ გეძებდი სადაც არ ხარ.
იქნებ ამიტომ ვერ გიპოვე?
თუმცა დავიწყებულ სიზმარს გავხარ,
მე მაინც გელოდები იცოდე.

და გათენდება ეს ერთი ღამეც,
ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს.
არ ჩერდება დრო მიაქვს წამებს,
ღამეს მოვუყვები ჩუმად რამეს…

და გათენდება..

და გათენდება ეს ერთი ღამეც,
ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს.
არ ჩერდება დრო, მიაქვს წამებს,
ჩვენი სიყვარულიც ასე მალე დამთავრდა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!