კატეგორია: პოპ თემურ წიკლაური – ვარდისფერი ქალი

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,169

Temur Tsiklauri – Vardisferi qali

ვარდისთანა ფაქიზია სული შენი,
ამიტომაც გშვენის ფერი ვარდისა,
სინაზე და სილამაზე უფლის ნებით,
მზის სხივივით დაგყოლია აკვნიდან.

უცებ სიო მომეპარა ჩამჩურჩულა:
– ქალი ყველა ნაზიაო თქვა.
სანამ არ გსურს ვნება დაეპატრონება,
ვარდისფერი გაუქრებათ ბაგიდან.

ქალი, ქალი, ქალი – მარგალიტის თვალია,
დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია,
ღვთისმშობელი მარიამი – სალოცავი ხატია,
ქალი – სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალია.

ღმერთო შეგთხოვ გულით ამ გულს გულიანდ გაუგო,
ალერსით და მოფერებით ტკივილები გაუქრო.
მაშინ ფერი ვარდის მათაც არ დაუბინდდებათ,
რადგან ქალი ლაზია და ნაზი მოვლა სჭირდება.

რადგან ქალი რთველია და ვნებით დაიკრიფება,
რადგან ქალი წყაროა და წვეთად დაიწრიტება,
შემოდგომის ფოთოლთცვენით ფერიც გაუყვითლდება,
მოეფერეთ სანამ ფერი ვარდისფერი იქნება.

..ქალი, ქალი, ქალი – მარგალიტის თვალია,
დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია,
ღვთისმშობელი მარიამი – სალოცავი ხატია,
ქალი – სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალია X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!