კატეგორია: პოპ პანჩო – შავმა სიკვდილმა მეც მომაკითხა

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,349

Pancho – Shavma sikvdilma mets momakitkha

(ჩვენში ხომ ყველა მომაკვდავია…
არვინ არ არის ჩვენში უკვდავი,
ყველა მოვკვდებით და ჩვენს ქვის საფლავს
არ ეყოლება არვინ მზრუნავი…)

შავმა სიკვდილმა მეც მომაკითხა,
თურმე მქონია მე მისი ვალი.
ცივი ღიმილით ხელი ჩამკიდა
და წინ გამიღო სამოთხის კარი.

მე არ ვტირივარ, ნურც თქვენ იტირებთ,
ჩვენს ცხოვრებაში გვეყოფა ნანახი ცრემლი,
იმან იტიროს ვინც ისე მოკვდა,
რომ ვერ დაუტოვა ხალხს ვერაფერი.

მე თქვენ გიტოვებთ რაც მე გამაჩნდა,
რაზეც ვფიქრობდი და ვოცნებობდი.
მე თქვენ გიტოვებთ რაც მე მიყვარდა,
რაზეც უძილო ღამეს ვმღეროდი.

ღამე ქალაქში ბავშვს თუ არ ძინავს,
გვერდზე უჯდება მშობელი დედა,
ნაზი ტკბილი ხმით ზღაპარს უკითხავს,
თვალებს უკოცნის და თავს ეხვევა.

..მე იავნანას მიმღერის მთვარე,
ცივი ნიავი – ზღაპარს მიყვება,
გულში მიხუტებს ქვიანი მიწა,
კუბოს ფიცარი მე მეფერება. X2

(ჩვენში ხომ ყველა მომაკვდავია…
არვინ არ არის ჩვენში უკვდავი,
ყველა მოვკვდებით და ჩვენს ქვის საფლავს
არ ეყოლება არვინ მზრუნავი…)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
პანჩო - შავმა სიკვდილმა მეც მომაკითხა, 9.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!