კატეგორია: პატრიოტული ნინო ჩხეიძე – ჩვენ დავბრუნდებით

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,457

Nino Chkheidze – Chven davbrundebit

ქართულო მიწავ მშობელო,
მტერს ნუ დანებდები.
აღსდექი უფრო ძლიერი და ნუ დაეცემი!
აღარ მინდა სხვა, მე სხვა ქვეყანა.

იყავი სულით ძლიერი და მუდამ იქნები.
მტერს სიყვარულით დავძლევთ და ჩვენ არ დავიღლებით.
მინდა შენთან ყოფნა, შენი ვიქნები.

ჩემო საქართველო, მუდამ იხარე
ღმერთი გიფარავდეს, ღმერთი გიცავდეს.
დავბრუნდები, აღარ დავიგვიანებ.

ჩვენო ქართველებო, ხმალი ალესეთ,
მტერი ვერ წაგვართმევს ზღვას და მთა-ველებს,
დავბრუნდები, თან არ დავიგვიანებ.

ომში წასულო ვაჟკაცო, მეც წამოგყვები შენ.
ნაიარევი ქართველი ცას არ დაუყრის მტერს,
დღეს ჩვენს მომავალს ვიცავთ, არ დავუშვებთ ხმლებს.

სამშობლოს დროშავ ღვთიურო, ნურასდროს ნუ დაეცემი.
შენ ამ ბიჭების გმირობით მრავალჯერ გაბრწყინდები.
არ დავთმობ შენს მთა-ველებს, შენთან ვიქნები.

ჩემო საქართველო, მუდამ იხარე
ღმერთი გიფარავდეს, ღმერთი გიცავდეს.
დავბრუნდები, აღარ დავიგვიანებ.

ჩვენო ქართველებო, ხმალი ალესეთ,
მტერი ვერ წაგვართმევს ზღვას და მთა-ველებს,
დავბრუნდები, თან არ დავიგვიანებ.

ფონოგრამა:

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ნინო ჩხეიძე - ჩვენ დავბრუნდებით, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!