კატეგორია: პოპ ერთა – შენ, სისხლო ჩემო

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,817

Erta – Shen siskhlo chemo
(ტექსტი: მუხრან მაჭავარიანი)

შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო…
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, –
ნადიდგორალი, ნაშამქორალი.

შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,
რამაც აქამდე კი მოაღწია:
სვეტიცხოველი… ხანძთა… ვარძია და ისიც, –
რაც მტერს წარუტაცნია…

შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია…
სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ, –
გაშორო, რაც შემიძლია…

შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო…
საბედნიეროდ, საბედნიეროდ, –
ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!