კატეგორია: პოპ ნინი ქარსელაძე & ქუჩის ბიჭები – ფიქრები

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,647

Nini Qarseladze & Quchis bichebi – Fiqrebi (Guli gelodeba)

შენზე ფიქრები მაღვიძებდა, შენზე ოცნება მაფიქრებს
ერთად ყოფნით რომ წამიყვანს შორს
უუუ ნარა ნანანა, უუუ ნარა ნანანა
უუუ, ნარა ნანანა, ო, ო,ო.

გაზაფხულის წვიმასავით მოვა ფიქრები,
ტკბილი ფიქრები, ფიქრები.
წუთით უცებ გავიზრდები, გამოვიცვლები
ვინც მიმღერებს მისი ვიქნები.

ყოველ დილით ჩვენს სარკმელთან როცა ჩნდებოდი,
დილის ცვარივით დნებოდი.
თვალს გვიკრავდი და ბავშვურად იღიმებოდი,
მზის სხივებთან ერთად მღეროდი.

გული ელოდება ღამეს და სანატრელ წამებს,
გული ელოდება კეთილ მთვარეს.
ჩუმად მოუყევი რამე ამ ღამით ვარსკვლავებს,
მომეფერე და შემიყვარე.

იმღერებ და მერცხალივით მიწას მოსწყდები,
ცას გადაიფრენ ოცნებით.
სიყვარული ღიმილივით გამოაშუქებს,
ეგ პატარა გული გვაჩუქე.

პაწაწინა ოცნებებით როცა ვტკბებოდი,
მენატრებოდი, გელოდი.
და სიყვარულს როცა ვეღარ ვემალებოდი
თქვენთან ერთად გულში ვმღეროდი.

გული ელოდება ღამეს და სანატრელ წამებს,
გული ელოდება კეთილ მთვარეს.
ჩუმად მოუყევი რამე ამ ღამით ვარსკვლავებს,
მომეფერე და შემიყვარე.

ყოველი დღის გათენება ჩვენია,
შენთვის გულში სითბო შემომრჩენია.
შენც ხომ იცი სიზმრად ისევ შემაყვარებ თავს
და ეს ღამე ამისრულებს ბავშვურ ოცნებას.

გული ელოდება ღამეს და სანატრელ წამებს,
გული ელოდება კეთილ მთვარეს.
ჩუმად მოუყევი რამე ამ ღამით ვარსკვლავებს,
მომეფერე და შემიყვარე.

და შემიყვარე.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.7/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ნინი ქარსელაძე & ქუჩის ბიჭები - ფიქრები, 7.7 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!