კატეგორია: პატრიოტული გიორგი ცაბაძე – ჩვენო თბილის ქალაქო

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 10,486

Giorgi Tsabadze – Chveno Tbilis qalaqo

შენი გულის ძგერა მესმის
მთაეწმინდაზე შენთან ერთად ვმაღლდები
ვიცი რაზეც ჩურჩულებენ
შენი თბილი სახლები
შენი ძველი ქუჩები და
შენი ედემ-ბაღები.
შენ ისეთი ლამაზი ხარ,
ავ თვალს არ ენახვები.

..ჩვენო თბილის-ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არ მინდა რა. X2

ვიცი როგორ გაჩნდი ქვეყნად,
კარგად ვიცი, რა ქარცეცხლში გივლია.
ისიც ვიცი – ჯვარზე გაკრულს,
რომ არ დაგიჩივლია.

შვილთა შენთა სიყრმეს ლოცავს
თამარი და ილია.
შენთვის ცოცხლობს ყველა ვინც კი
შენი გამოზრდილია.

..ჩვენო თბილის-ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არ მინდა რა. X2

ვხარობ შენი დღე რომ არის,
მუმლი-მუხას ვხედავ რომ ვერ გერევა,
კარგად ვიცი მეგობარი
მტერში რომ არ გერევა.
ფიანდაზად გვიშლი ჩეროს
და გალობით გვაფხიზლებ,
ფეხზე დგება საქართველო
შენი გულის ძახილზე.

..ჩვენო თბილის-ქალაქო,
შენმა დარმაც იდარა,
შენ იხარე ოღონდაც,
მე სულ არ მინდა რა. X3

..მე სულ არ მინდა რა. X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.0/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +10 (from 10 votes)
გიორგი ცაბაძე - ჩვენო თბილის ქალაქო, 7.0 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!