კატეგორია: პოპ ანრი ჯოხაძე – მე მაინც მოვალ

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 8,057

Anri Jokhadze – Me maints moval

ცრემლი მომერევა, მე შენთან მოვალ,
როცა დავმშვიდდები მე, მაშინ მოვალ,
გული მეტკინება, შენთან მოვალ,
დარდი მომერევა, მე შენთან მოვალ.

ცეცხლი მომედება, მე შენთან მოვალ,
დავიფერფლები და კვლავ შენთან მოვალ,
ვერ შეგვაშინებს გრიგალი, თოვა,
სიმღერად მოვალ და სინათლედ მოვალ.

სულ რომ წახვიდე, სულ რომ დამშორდე,
ჩამქრალ სანთლებად, ჩამქრალ ოცნებად,
მოვალ სიზმრებად, მოვალ სიმღერად მოვალ.

სხვა რომ შეიყვარო, მე მაინც მოვალ.
დღეს სულ რომ გამწირო მე, მაინც მოვალ,
ცა რომ გაიხსნას, მე მაინც მოვალ,
ზღა რომ განრისხდეს, მე მაინც მოვალ.

სულ რომ წახვიდე, სულ რომ დამშორდე,
ჩამქრალ სანთლებად, ჩამქრალ ოცნებად,
მოვალ სიზმრებად, მოვალ სიმღერად, მოვალ.

გზები რომ შემიკრან, მე მაინც მოვალ,
ფრთები რომ შემაჭრან, მე მაინც მოვალ.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 6.4/10 (7 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +6 (from 8 votes)
ანრი ჯოხაძე - მე მაინც მოვალ, 6.4 out of 10 based on 7 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!