კატეგორია: პატრიოტული ზურა დარბაიძე – აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,327

Zura Darbaidze – Aq sakartvelo chvents gvaqvs patara

სიმღერებით დავატარებ ქვეყანაზე
საქართველოს სიკეთეს და სითბოს,
სადაცა ვარ ვმღერი მუდამ ქართულ ხმაზე,
სიზმარშიაც შენთანა ვარ თითქოს.

შორს ვარ შენგან. მაგრამ მაინც ყველგან მათბობს
იავნანა არაგვის და მტკვარის,
.. ტივზე ნამღერ ყარაჩოღლის ალი მათრობს,
რას დამაკლებს უცხო ქვეყნის ქარი? X2

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
.. აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა. X2

ცრემლიანი კახურ ღვინით ამივსია,
ძმა-ბიჭებთან ალავერდის თასი,
საქართველოს გაუმარჯოს მუდამზიანს,
ყველას, ვინც კი იცის მისი ფასი.

შორს ვარ შენგან. მაგრამ მაინც ყველგან მათბობს
იავნანა არაგვის და მტკვარის,
.. ტივზე ნამღერ ყარაჩოღლის ალი მათრობს,
რას დამაკლებს უცხო ქვეყნის ქარი? X2

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
.. აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა. X2

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
.. აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!