კატეგორია: ზამთარი ორიზენი – თოვლი

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,354

Orizeni – Tovli
(ტექსტი: გალაქტიონ ტაბიძე)

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით,
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად გახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება,
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

..მიყვარხარ და შენთან მინდა X2

ძვირფასო! ვხედავ, ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში.

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ამნაირის ხარებამ ლურჯი
და დამალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა.

..მიყვარხარ და შენთან მინდა X2

არის, გზა არის, ნელი თამაში
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა.

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს გაშლილ თმაში
და ამ თმის ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ეხლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს ყოფნა ბინაში,
თეთრი ტყეების მომყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემ წინაშე.

..მიყვარხარ და შენთან მინდა X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!