კატეგორია: პოპ თამუნა ამონაშვილი – მერე რა

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,882

Tamuna Amonashvili – Mere ra

(მივყვები გზას მე და წარსული მაგონდება,
შენთან გატარებული დღეები მახსენდება,
შენზე ფიქრებში მე ღამეებს ვათენებ,
არ მინდა გათენდეს, მაგრამ მე დროს ვერ ვაჩერებ.
დამთავრდა ყველაფერი, დამთავრდა მორჩა,
ჩვენი სიყვარული უკვალოდ გაქრა და მოკვდა,
ვეღარ დავიბრუნებთ უკან ჩვენს წარსულს,
გათავდა ყველაფერი ჩაბარდა წარსულს.)

მერე რა თუ ისევ ისე გეძებ,
მერე რა თუ ერთად აღარ ვართ,
მერე რა მე მაინც ვფიქრობ შენზე,
გულს ვითბობ მზეზე, ჩუმად მივყვები გზას.

აბა ვინ დაითვლის რამდენ სიტყვას,
ვეძებ და ვპოულობ გზა და გზა.
გული კი სიყვარულს ისევ ითხოვს,
გეძახის თითქოს ეს ნანატრი ხმა.

ამბობენ ეს მხოლოდ ერთხელ მოდის,
და მერე გახსენებს ჩუმათ თავს,
არავინ არ იცის მოვა როდის,
გიპოვნის თვითონ და წაგიყვანს სადღაც.

ფერები ირევა თითქოს სულში,
დღეები ერთმანეთს აღარ ჰგავს.
მთავრდება რაც იყო უკვე გუშინ,
რახდება დღეს და რა ხდება ხვალ.

მერე რა თუ ისევ ისე გეძებ,
მერე რა თუ ერთად აღარ ვართ,
მერე რა მე მაინც ვფიქრობ შენზე,
გულს ვითბობ მზეზე, ჩუმად მივყვები გზას.

ამბობენ ეს მხოლოდ ერთხელ მოდის,
და მერე გახსენებს ჩუმათ თავს,
არავინ არ იცის მოვა როდის,
გიპოვნის თვითონ და წაგვიყვანს სადღაც.

მერე რა, მერე რა. მერე რა…
ერთად არ ვართ, რა იქნება ხვალ?
მერე რა, მერე რა. მერე რა…
ისევ ისე გეძებ, მაინც ვფიქრობ შენზე,

(მივყვები გზას მე და წარსული მაგონდება,
შენთან გატარებული დღეები მახსენდება,
შენზე ფიქრებში მე ღამეებს ვათენებ,
არ მინდა გათენდეს, მაგრამ მე დროს ვერ ვაჩერებ.
დამთავრდა ყველაფერი, დამთავრდა მორჩა,
ჩვენი სიყვარული უკვალოდ გაქრა და მოკვდა,
ვეღარ დავიბრუნებთ უკან ჩვენს წარსულს,
და ყველაფერი ჩაბარდა წარსულს.
წარსულს..)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!