კატეგორია: ზამთარი, საახალწლო ტრიო სიმი – საახალწლო

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,021

Trio Simi – Saakhaltslo

თბილის ქალაქს მინდა გული გაჩუქო
სიყვარულის მიმოვფანტო ფანტელი
ახალი წლის, ბედნიერი დილა და
ახალი წლის ბედნიერი ნათელი.

შენზე ფიქრში გულს მოეშვა იარა
დღე დაგვიდგა, ო რა რიგად მზიანი
ახალი წლის, ბედნიერი დილა და
თბილისური სუფრა ბარაქიანი.

..მაშ სიმღერა, როგორ შემომელევა
გული ისევ სილამაზემ აავსო
სიყვარულით მინდა შევსვა ერთიც და
გადღეგრძელო ჩემო თბილის ქალაქო. X2

სიყვარულით მინდა შევსვა ერთიც და
გადღეგრძელო ჩემო თბილის ქალაქო. X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!