კატეგორია: პატრიოტული VA – უზაბართა მარში

გამოქვეყნდა: Feb 19th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,489

VA – Uzarbashta marshi

დრო არ გვაქვს ჩვენ გლოვის
დრო არ გვაქვს ჩვენ სევდის
დრო არ გვაქვს ჩვენ ჭმუნვის
ჩვენ უნდა ვიომოთ!

დავივიწყოთ სახლი
დავივიწყოთ ცოლი
დავივიწყოთ შვილი
ჩვენ უნდა ვიომოთ!

სამშობლოზე სევდა
წინაპართაც სდევდათ
ჩვენც მათი ძენი ვართ
ჩვენ უნდა ვიომოთ!

სულ ვიყავით ასნი
დავამარცხეთ სპარსნი
და ვაოტეთ თურქნი
ჩვენ უნდა ვიომოთ!

(მისამღერი)
დღეს გამარჯვების დროშა ფრიალებს
მებრძოლთა სული ისევ ბრწყინდება
ქართველთა ჯარი აღმასვლას იწყებს
ამერ-იმერი მტრის კართან დგება

მოვიწმინდოთ სისხლი
შევიმშრალოთ ცრემლი
დაიმედდა ერი
ჩვენ უნდა ვიომოთ

ტრამალია თეთრი
ხროვა მოდის მგლების
დაიმედდა ერი
ჩვენ უნდა ვიომოთ

მართალთან არს ღმერთი
გზა არს ოდენ ერთი
ხსნაც არს ოდენ ერთი
ჩვენ უნდა ვიომოთ

ჩვენ აწმყო გვაქვს ბნელი
წარსული კი მთელი
გაბრწყინებას ველით
ჩვენ უნდა ვიომოთ

(მისამღერი)
დღეს გამარჯვების დროშა ფრიალებს
მებრძოლთა სული ისევ ბრწყინდება
ქართველთა ჯარი აღმასვლას იწყებს
ამერ-იმერი მტრის კართან დგება

სერზე ყმუის მგელი
ჩექმით ვსრისოთ გველი
სისხლით მოვრწყოთ ველი
ჩვენ უნდა ვიომოთ

დარაზმული სპის წინ
ამირანი მოსჩანს
გავათეთრებთ ყორანს
ჩვენ თუ ვიომებთ!

დრო არ გვაქვს ჩვენ გლოვის
დრო არ გვაქვს ჩვენ სევდის
დრო არ გვაქვს ჩვენ ჭმუნვის
ჩვენ უნდა ვიომოთ!

დავივიწყოთ სახლი
დავივიწყოთ ცოლი
დავივიწყოთ შვილი
ჩვენ უნდა ვიომოთ!

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!