კატეგორია: პოპ რომან რცხილაძე – ჭადრაკის დაფა

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,807

Roman Rtskhiladze – Chadrakis dafa
(ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)

ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც.

დამუხტულია კეთილი სიბრძნით
ემორჩილება დედოფლის კდემას,
ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის
ყველა პაიკი მეფისთვის კვდება.

მაგრამ ო, მაგრამ ადრე თუ გვიან,
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან.
..ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდება,
აზრი, სიმართლე, ჭორი, ოცნება. X2

არის უთუოდ რაღაც მსგავსება,
ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის.
ჩვენ რომ ვთამაშობთ ყოველთვის, ყველგან,
გულდაჯერებით და გამძაფრებით,
დაფაზე რჩება პატარა სევდა,
პაიკის სევდა სხვა არაფერი.

მაგრამ ო, მაგრამ ადრე თუ გვიან,
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!