კატეგორია: პოპ ბაბილონი – არ ტოვებენ თოლიები ზღვებს

გამოქვეყნდა: Jan 5th, 2018

ეტიკეტი
  • No Tags
გაავრცელე ნანახია: 628

Babiloni – Ar toveben toliebi zghvebs
(Saly Betli)

ამოვიკითხავ შენს ხელებზე ჩემს გზას
და გავიშლები ჩიტებად ცაში.
შენი მხრებიდან ვისწავლე ფრენა
და ვეღარ ვბრუნდები საკუთარ სახლში.

შენ მაძლევ ძალას ყინვაში, ქარში
და შუა ზღვაში ტალღებზე მშვიდი ვარ.
შენს თვალებს ვხედავ მე ყოველ კადრში,
ამიტომ შენგან ვერასდროს მივდივარ.

მისამღერი:
.. შენი სუნთქვა მავსებს, როგორც თოვლი მთებს
არ ტოვებენ მარტო თოლიები ზღვებს.
და რაც ვერ გითხარი მინდა გითხრა დღეს:
შენ ხარ ერთადერთი, ვინც მაბედნიერებს.

წლებიც კი ვერ ცვლიან ჩვენს შორის ამინდებს
შენი თვალებიდან თებერვლის მზე მათბობს.
შენს ხმაში ვგრძნობ წვიმას როდის აპირებს,
ან ზამთარი ჩვენს ფანჯრებს როდის დაათოვს.

საზღვრები გაქრნენ და იმდენად ჩემი ხარ,
რომ ჩვენს შორის ჰაერსაც არ ტოვებ.
შენ ჩემს ფიქრებს ისე შეჩვევიხარ,
რომ ღამით სიზმრებშიც შენ მარტო არ მტოვებ.

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!