კატეგორია: პოპ მაია ჯაბუა – შენ და ზღვა

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,056

Maia Jabua – Shen da zghva
(მუსიკა: ე. კახიანე, ტექსტი: დ. ევგენიძე)

შენ აღარ მიყვარხარ, მივყვები სხვას,
ახალი სიზმარი, ახალი ზღვა.
ბავშვობას მაგონებს მე შორი ტალღების ხმა.
თოვლიან სიზმარში მე ვხედავ მზეს,
მე ბედნიერი ვარ უბრალოდ დღეს
და ქუჩაში მელოდები შენ.

მე და მზე და შენ და ზღვა,
მეტი არაფერი სხვა,
როგორ მიჭირს ახლა რამის თქმა.
მე ვიცი, რომ გიყვარვარ და ახლა ჩემთან ერთად ხარ
და ცრემლებიც გავატანე ქარს.

თოვს, ისევ ღამეა, ჩავიდა მზე.
მე აღარ მაშინებს ახალი დღე.
სიზმარი მგონია რომ ჩემთან ერთად ხარ შენ.
ქუჩაში თოვლია, მივყვები გზას,
მხოლოდ შენ მიყვარხარ და შორი ცა.
ლამაზ ზღაპარს მოგვიყვება ჩვენ.

მე და მზე და შენ და ზღვა,
მეტი არაფერი სხვა,
როგორ მიჭირს ახლა რამის თქმა.
მე ვიცი, რომ გიყვარვარ და ახლა ჩემთან ერთად ხარ
და ცრემლებიც გავატანე ქარს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!