კატეგორია: პოპ ნინო ქათამაძე – სიმღერა მრჩება

გამოქვეყნდა: Dec 30th, 2016

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 545

Nino Katamadze & Insight – Song Is all I have (Simghera mrcheba)
Album “Yellow”
(მუსიკა: ნინო ქათამაძე & ინსაითი, ტექსტი: დავით აბულაძე)

ქალაქის ბუღში უგულობის მორევში
ასფალტზე მკრთალად შერჩენილ თეთრ ზოლებში
პატარა ბოშა გოგო ვერ შველოდა თამაშად ქცეულ ხელის გაშვერას
ყოველ დღე მზესთან ერთად დგება და ვერ წვდება.

გისოსებს მიღმა ახალგაზრდა ვაჟკაცი
გულაღმა მწოლი ცივ ნესტიან სარდაფში
ოცნებობს დაბრუნებას თბილ სახლში შფოთავს, ბორკავს ლოცვის ტრიალში
და ნანობს შეცდომაზე გმერთის წინაშე.

მეთევზე ზღვაში აკვირდება შავ ღრუბლებს
უფეთქავს გული ნავის შრიალს არ უსმენს,
პატარა ბადე თითქმის სავსე აქვს მას მეტი არაფერი სხვა არ აქვს
ტალღები დაუნდობლად უფრო ძლიერ არწევენ ნავს.

ამდენი ხალხის დარდით გულგასიებულს
სიმღერა მრჩება მათთვის მონანიებულს,
რომ ბოშა გულში ვერ ჩავიკარი, რომ ვაჟკაცს ვერ შევუღე ტაძარი
რომ მეთევზესაც ჩემი ლოცვით ზღვა ვერ დახვდა წყნარი.

ამაზე ფიქრით რჩება ერთი იმედი
გაივლის დრო და ყველა მივალთ ჩვენ სახლში
მეთევზე, ბოშა, მე და ვაჟკაცი; მშრომელიც, მეომარიც, ბრძენკაციც
და მაშინ იქნებ შევძლო ვანუგეშო რაღაცით.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.1/10 (9 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
ნინო ქათამაძე - სიმღერა მრჩება, 7.1 out of 10 based on 9 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!