კატეგორია: პოპ მგზავრები – ნეიტრალური ხაზი

გამოქვეყნდა: Sep 20th, 2016

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,132

Mgzavrebi – Neitraluri khazi

თვალებს არასდროს იღებავ,
აღარც იგრძელებ წამწამებს,
კარებს დაღლილი მიღებ და
ჩვენი ცოლ-ქმრობაც არ გწამს…

შენი კაბები დაგრძელდა,
ბიჟუტერია გაცვდა
და ლოგინივით გაცივდა
ნაზი ღიმილი ღაწვთა…

მისამღერი:
.. ბარათებს აღარ მიწერ და
სიცელქეც სადღაც გაქრა,
დღეს ბავშვთან ყოფნა მიწევდა,
არ დაეძინა, რა ვქნა…
.. დღეს ბავშვთან ყოფნა მიწევდა,
არ დაეძინა, რა ვქნა X2

ყვავილებს აღარ მაბარებ სამსახურიდან მოსულს,
მუცელსაც აღარ მაკარებ ვალდებულებით ორსულს,
გაზეთის კითხვას მაძალებ, ვნებაც წააგავს მიტკალს,
სულ მეუბნები მაცადე, გაზზე სადილი მიდგას…

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.1/10 (19 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +3 (from 7 votes)
მგზავრები - ნეიტრალური ხაზი, 8.1 out of 10 based on 19 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!