კატეგორია: პოპ აი ია – არდადეგები

გამოქვეყნდა: May 28th, 2016

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,238

(Ai Ia – Ardadegebi / ანასამბლი „აი ია“, 1983
მუსიკა: ზურაბ ჩინჩალაძე, ლექსი: გრიგოლ ჯულუხიძე)

თუ გიფიქრიათ ზაფხული ნაყინივით, რომ დნება,
სკოლას საერთოდ დავხურავ, რომ იყოს ჩემი ნება,
მაგრამ ზამთარიც კარგია, ბაკურიანის თოვლი,
ვეღარ მიხილავთ დარდიანს, არდადეგები მოდის.

ხელს ვერვინ ამაღებინებს ბელმონდოს ახალ ფილმზე,
ბათუმში ვნახავ დელფინებს, სოფლად შევჯდები ვირზე,
ბოლო ეღება ქიმიას, ბოლო ეღება ლოდინს,
ვეღარ მიხილავთ დარდიანს, არდადეგები მოდის.

თუშურ ქალამნებს ჩავიცვამ, მხარზე მოვიგდებ ხურჯინს,
მოვხატავ მამულს საფიცარს, ნიკალას ძველი ფუნჯით,
ვეღარ მიხილავთ დარდიანს, არდადეგები მოდის.
ვეღარ მიხილავთ დარდიანს, არდადეგები მოდის.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!