კატეგორია: პოპ ბუბა – სულის გავლით გულამდე

გამოქვეყნდა: Mar 30th, 2016

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,140

BooBa (Grafiti, Jujebi) – Sulis gavlit gulamde
ბუბა (ნუგზარ აბაზოღლი / გრაფიტი / ჯუჯები) – სულის გავლით გულამდე

რა არის სიყვარული?
როცა მზად ხარ, მის გამო სიცოცხლე დათმო.
როცა გინდა გრძნობდე მის ყოველ ნაბიჯს..
ეს სიყვარულია? მეგონა რომ კი, მაგრამ ჩათვალეს რომ არა..

მერამდენე ჩემი დილა შენზე ფიქრით იწყება,
რამდენჯერ უნდა ვცადო მე შენი დავიწყება.
საკუთარ თავთან ბრძოლა, კითხვებზე ვეძებ პასუხს.
არც ის, არც სხვა არავინ არ მსურს.

ისევ ამ ფურცლებში მე სიყვარულს ვმარხავ,
ასე წერით გაგიჟებულს თუ როდესმე მნახავ-
– იცოდე შენ ხარ, შენ ხარ მხოლოდ დამნაშავე,
ფიქრებით სავსე რვეული რამდენჯერ გადავშალე.

გადავშლი, წავიკითხავ, მერე ისევ ვიწყებ წერას,
მჯერა დრო დაგავიწყებს წყენას.
იმედი მაქვს, დრო ჩემს თავს ვერ დაგავიწყებს
და თუ დამივიწყებ მაინც, არც უნდა გამიკვირდეს.

დროს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ჩემთან არა.
გულში მაინც მეყვარები, მერე როცა წლები გავა –
და თუ მძიმეს ნაცვლად, მაინც დასვამ წერტილს,
ვიცი რთული ხასიათი მაქვს, გეტყვი, რომ: “შენი მესმის”.

მისამღერი:
.. შეიძლება მიყვარდე ბოლო სუნთქვამდე,
სულის გავლით გულამდე- ბოლო წუთამდე,
ჩუმად ჩემთვის, ჩემთან, ჩემში..
რა ვქნა, ამ გრძნობებს გულიდან ვერ ვშლი X2

ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ, სულ კამათი, გაუგებრობა
ეს არის სიყვარული? ეს არის ურთიერთობა?!
მე შენ გშორდები, თან ვშორდები სამყაროს_
გაყინულ გულს უკვე ვერაფერი ვერ გაათბობს.

არც წერა აღარ მინდა, აღარც მემღერება,
ხუმრობებზე – რა სიცილი არც კი მეღიმება.
უშენობას ავიტან, როგორმე გადავიტან,
უფრო ცუდადაც ვყოფილვარ, დამიწყია თავიდან.

გინდა წავალ, სულ გავქრები მართლა.
“შენ დამტოვე, შენ წახვედი” – ოღონდ მერე არ თქვა.
გინდა მეყვარები ბოლო სუნთქვამდე,
სულის გავლით- გულამდე ბოლო წუთამდე.

მზის ბოლო ჩასვლამდე, ბოლო წვიმამდე.
მხოლოდ შენზე ვიფიქრებ, ბოლო ფიქრამდე .
გინდა შენზე დავწერ ბოლო ლექსამდე..
შენ კი მხოლოდ შენი გული მომანდე.

მისამღერი..

ეძებენ უყვარდეთ , უყვართ- კარგავენ,
ეტირებათ- იცინიან, ცრემლებს მალავენ!
მეც ვეძებდი ,ვიპოვნე , მერე, მეც დავკარგე,
მეც მეტკინა , ვეცადე ,მაგრამ ვერ დავმალე.

გამოვხატე ლექსებით – როგორც მჩვევია..
სულ ასე ვიქცევი მერამდენე წელია.
მერამდენე თვეა რაც წახვედი ასე მარტო ვარ,
იცი არც გელოდები ,რადგან ვიცი არ მოხვალ!!

მე არ დაგირეკე, რავი, არ გახსენებდი თავს.
არც შენ გქონია სურვილი, როგორც ჩანს..
აზრი არ ჰქონდა არაფერს, შენც უკვე, ალბათ, ხვდებოდი .
სიმართლე გითხრა: ბოლო დროს, სხვას არაფერს არც ველოდი .

ცივი -მიყვარხარ, უგულო- კოცნა,
ერთ- ერთი კამათიც ბოლო აღმოჩნდა..
ერთ დროს ძვირფასი იყავი, ახლა, სულ უცხო გახდი,
განა აღარ მენატრები? ცხოვრებას უჩემოდ გაცდი.

ჯერ კიდევ შენზე ვფიქრობ, მერე არ ვიცი რა მოხდება.
ყველაფერი მორჩა უკვე, თუ ჯერ მერე მორჩება?
შემთხვევითაც ქუჩაში ერთმანეთს აღარ ვხვდებით ..
სიყვარული ჩვენში კვდება ,თუ ჩვენ სიყვარულში ვკვდებით ?

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!