კატეგორია: პოპ გია ნიკოლაძე – გამოდით

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2016

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,449

გია ნიკოლაძე – გამოდით
Gia Nikoladze – Gamodit

გამოდით ბიჭებო სათქმელი ვთქვათ
გული გულს და მხარი მხარს!
რაც გულში სევდა და დარდები გვაქვს
ერთად გავატანოთ ქარს!

გაუგებრობა რომ აღარ იყოს
წამი-წუთი სოფელში
გამოდით და ერთად გადავეშვათ სიყვარულის მორევში!

ის კაცი მუდამ ღირსეულია
შეცდომას ვინც არ უშვებს,
მაგრამ ის უფრო საქები იყოს,
რომ გამოასწორებს ძველს!

.. გამოდით ბიჭებო გამოდით
ცხოვრება დავიწყოთ ახლიდან
თორემ არ გვიტირებს არავინ
ისე გაგვიტანენ სახლიდან X2

გამოდით ბიჭებო სათქმელი ვთქვათ
ბერები გავახაროთ
გამოდით სანამ სააქაოს ვართ
და ეს ლექსი ვიმღეროთ.

შვილთა-შვილებს თუ არ დაუბარეთ
უფლება ჩვენ არა გვაქვს
დედამიწა რომ სულიერია
და ხესაც რომ სული აქვს!

გამოდით ბიჭებო სათქმელი ვთქვათ
ეს ხომ ჩვენი ვალია.
დედა რომ გარდაცვლილი გვეგონა
თურმე ის ცოცხალია!

.. გამოდით ბიჭებო გამოდით
ცხოვრება დავიწყოთ ახლიდან
თორემ არ გვიტირებს არავინ
ისე გაგვიტანენ სახლიდან X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.1/10 (38 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +50 (from 52 votes)
გია ნიკოლაძე - გამოდით, 9.1 out of 10 based on 38 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!