კატეგორია: პოპ, საახალწლო Young Mic – დადგა ახალი წელი

გამოქვეყნდა: Jan 29th, 2016

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,443

Young Mic – Dadga akhali tseli
(მუსიკა: Lil Beat, ტექსტი: Young Mic)

.. ახალ წელს შენც და მეც
ერთად გავერთობით ბევრს,
ახალ წელს შენც და მეც
ერთად ვიხალისებთ ბევრს.

მისამღერი:
.. მოდის ახალი წელი, წინა წელს გაატენე შენი
ამბავი ძველი, რადგან წელს ბევრად უკეთეს
ანგარიშს ელი და აწი უკვე გამარჯვება არც არის ძნელი
დადგა ახალი წელი.

ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს
ყველა ერთად ვითვლით 12-ამდე წამებს
სულ ცოტა ალკოჰოლი დღეს ვერაფერს ვერ გავნებს
ჩემი მეგობარი კი შემოგთავაზებს მწვანეს
ხვალაც ყველა ვიკრიბებით ჩემთან ბინაზე
თითით მიახატე ფიფქი დაორთქლილ მინაზე
ყველაზე მაგრად ვიქნებით ჩვენი მტრების ჯინაზე
დაე მომავალი წელი იყოს უკეთესი წინაზე.

ახალ წელს ვხატავ ნახატს ჭრელს
იმედი მაქ, ამ ღამით ვერ ვნახავ ცრემლს
და ამდენი გოზინაყი რომ არ მაწყენს
მაგრამ გადაბმული დალევა მაზარმაცებს
მერე რა, თუ თოვლის ბაბუ დათვრა
და დაავიწყდა საჩუქრების მოტანა?
მთავარია, დღეს ყველანი აქ ვართ
მოდი, გავიხსენოთ ძველი წლიდან ცოტა რამ.
რა მივიღეთ და რა დავკარგეთ
ცუდები, თუ ვიყავით, წელს გავკარგდეთ
თუ ზარმაცები ვიყავით, წელს დავკავდეთ
ჩვენი რაც არ არის, არ დავხარბდეთ
დახარჯე, ფული თუ გაქ
აღარასდროს თქვა, რომ თავს გრძნობ ცუდად
ყველაფერი კარგად იქნება
ამბავი მომიტანეს ღრუბლებიდან ფიფქებმა

მისამღერი X2

ახალ წელს გული ლაღად ძგერს
შენც მითხარი, რო ჩემი რეპი კარგად ჟღერს
რადგან დღეს გუშინდელი აღარ მადარდებს
და ყველაფერი, რაც ვინატრე, ნეტა ხვალ ახდეს.

საჩუქრები ნაძვის ხესთან დამხვდეს
და ემინემი წელს დუეტზე დამთანხმდეს
რამე კაი ისტორია თავს გადამხდეს
წავალ, ფეხები მე წამიყვანენ სადამდეც.
თუ საახალწლო განწყობა გაქ, გადამდე
გავხადოთ ეს ზამთარი თბილი
მთელი ღამე ვერთობით, არ გვიწერია ძილი
და ალბათ მაინც სადმე მიგვეძინება დილით.
წელს მინდა გასულ წელთან შედარებით მეტი
რაც მოვითხოვე, მივიღე და ერთი წელი გავიდა
აწი, თუ შემეკითხები, გეტყვი
მომავალი წლისთვის ამ ახალ წელს რა მინდა.

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!