კატეგორია: პოპ ერეკლე დეისაძე & გიორგი ერგემლიძე – საქართველო

გამოქვეყნდა: Jul 21st, 2015

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,734

Erekle Deisadze & Giorgi Ergemlidze – Sakartvelo

ისეთივე შეუძლებელია შენი დავიწყება
როგორც ბავშვობაში ნაქონი მამის ფეხსაცმელი
შენ თუ გინდა რომ ჩემი მეგობარი გერქვას
მე ვიქნები შენი სიმშვიდის მცველი.

გაკვირდები და გული კვლავ მიცემს
შენ ჩემს გარეშე უფსკრულთან დგახარ,
რადგანაც ჩემი სამშობლო გქვია
ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცით მგავხარ.
რაღაცით მგავხარ..

გაკვირდები და ტკივილს გამჩნევ
სიმართლე მითხარი და ტყუილს ნუ მაჩვევ,
შენ უნდა გენდო მე წლები რომ განდე
ზღვაში ჩაძირულ გემს რომ გავდე.
..გემს რომ გავდე… რაღაცით მგავხარ…

მე პატარა ქართველი ვარ კავკასიის მთების შვილი
ჩემ მზეს ვეღარ დააბნელებს ჩრდილოელი დათვის ჩრდილი
ცხრათავიან დევს ვუფატრავ ყოველ დილით მუცელს
შენთან ერთად დავწერ ისტორიის ახალ ფურცელს.

ამბიონიდან მეუფე ბარძმით სისხლს გასმევს
თუ წაიქცევი შენ კი ტანზე შეიკრავ თასმებს
ამ ბავშვების შიმშილობით და დედების ურვა
ეფინება მთებს და ველებს ახალი დროც მოვა.
შენს წყვდიადში ამოსული მე ცხრათვალა მზე ვარ
.. საქართველო შენ კი არა, საქართველო – მე ვარ X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 5.8/10 (23 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +6 (from 14 votes)
ერეკლე დეისაძე & გიორგი ერგემლიძე - საქართველო, 5.8 out of 10 based on 23 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!