კატეგორია: გაზაფხული ალუდა ქეთელაური – როდისმე

გამოქვეყნდა: Mar 15th, 2015

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 16,833

Aluda Ketelauri – Rodisme

აქ გაზაფხული გვიან მოდის, წვიმები მღლიან
ბავშვობის ხანა დაიჩემეს სიზმრებმა ბინდად..
ვეგარ ვიხსენებ იმ გოგონას სახელს უცნაურს,
მე რომ მიყვარდა იქ… წარსულში… საოცრად წინათ

ახლა რა ხდება ჩემ ქუჩაზე, ნეტავ თენდება?
ალბათ ქვაფენილს მოფენია წითელი ვარდი,
ახლა ის ლოთიც თხლად ჩაცმული გამვლელებს ლოცავს
და არ აშინებს არეული, შეშლილი მარტი..

როდისმე, გულით კიდევ მოგისმენ..
საყვედურსაც მოგითმენ
სიმღერასაც მოგიმღერ…
დაა მოდი დღეს არ მოგიხდი ბოდიშს მეეე…
და ამ ლამაზ მოტივზე
მოვალ როდისმე!…

აქაურ ხეებს არ ჩურჩული არ შეუძლიათ
არც ეს ბუჩქები ინახავენ პირვანდელ კოცნას
გულის სიღრმეში მეშინია რომ უცაბედად
არ გათენდება და ერთ დილით მზე არ ამოვა

ახლა რა ხდება ჩემს ქუჩაზე, ნეტავ თენდება
ალბათ ქვაფენილს ამჯობინეს რუხი ასფალთი
ალბათ ის ლოთიც თხლად ჩაცმული გამვლელებს ტირავს
და არ აშინებს არეული შეშლილი მარტი…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ალუდა ქეთელაური - როდისმე, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!