კატეგორია: GeoLyrics, პოპ ვახტანგ კიკაბიძე & ნანი ბრეგვაძე – ზამთრის ზარი

გამოქვეყნდა: Dec 25th, 2014

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,140

Vakhtang Kikabidze & Nani Bregvadze – Zamtris zaria

დრო დღეს მისდევს, წამებს წამი, თვალი მისდევს ცას
თოვს და ზამთრის რეკავს ზარი, მესმის თოვლის ხმა
მომნატრებია, ზამთრის ზარია.

ფიფქი მოდის ფიფქი მღერის, მომღერალია
ფიფქი დღეს ზამთარს უმღერის, ზამთრის ქარია,
ერთად არიან, ბარდნის ზარია.

გზა, ზამთრის გზა,
ფიფქებს რა საოცრად დაუბარდნიათ
თოვს, გზას ათოვს, თოვლი ხომ ლამაზი თანამგზავრია.

შენს სარკმელზე ყინვა ხატავს თეთრი კალმით ქარს
ყინვა ხატავს მხატვარსა გავს, მესმის თოვლის ხმა
მომნატრებია, ზამთრის ზარია.

ფიფქი მოდის ფიფქი მღერის, მომღერალია
ფიფქი დღეს ზამთარს უმღერის, ზამთრის ქარია,
ერთად არიან, ბარდნის ზარია…

გზა, ზამთრის გზა ფიფქებს რა საოცრად დაუბარდნიათ
თოვს, გზას ათოვს თოვლი ხომ ლამაზი თანამგზავრია
ზამთრის ზარია…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!