კატეგორია: პოპ მგზავრები – მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა

გამოქვეყნდა: Oct 19th, 2014

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,369

Mgzavrebi – Me mkholod simghera mindoda

.. მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა X3

ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.

სულ ნერვების ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვაპირებ
ჩემი სახლის ფანჯრებთან.

შევიძულე სტუმრობა,
მეგობრული გარემო,
ეს ტყუილი გრძნობები
ცარიელი ქალების.

,,დამავიწყდა ხუმრობა
ჩემო,ჩემიანებო!”
და მიხურვა დავიწყე
ყველას ცხვირწინ კარების.

.. მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა X2

რომ მითხრეს გაუმართლა ხალხს
ხალხმა ვერ გამიგო მე რომ
მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა
მარტოობა კარგია
შენ რომ ხარ და კიდევ შენ,
ეგოიზმს რომ გაცდები
და იმაზე მეტი ხარ.

სიყვარული დარგია
ესთეტიკის კიდეში,
შენ ამ მეცნიერების,
წაკითხული გვერდი ხარ.

არაფერი,უბრალოდ
ყველაფერი მომბეზრდა.
ჩემთან უერთიერთობას
უკვე ერიდებიან,
ჩემი ლექსიც უკვალოდ
იკარგება ორკესტრთან,
ვგრძნობ,რომ სიყმაწვილეში
მალე მიბერდებიან…

.. მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა X2

რომ მითხრეს გაუმართლა ხალხს
ხალხმა ვერ გამიგო მე რომ
მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა.

ვოდელადელია, ვოდელადელია, ვოდელადელია

მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა
არა!მიყვარს აპრილი,
სკდომა იასამანის,
მიყვარს ლამაზ ქალწულთა
ჩამოშლილი დალალი,
ძმაკაცობის ყვირილი
ჩახლეჩილი ბგერებით.
ამ ქართული გრიგალის
სუნთქვის შემაჩერები.

ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.

სულ სიმთვრალის ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვცდილობდი,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.

.. და მგონია ამ წუთას
დედამიწაც არ არის X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.5/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
მგზავრები - მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა, 8.5 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!