კატეგორია: პოპ ნინო ქათამაძე – უთო

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,370

Nino Katamadze & Insight – Uto

შენ ყოველ ღამე უთოთი ათბობ ლოგინს
და მერე ოთახის ფართობს მიაშტერდები.
კედლების ჩრდილს, თუ ფარდების ფანტომს
შეაქცევ ზურგს და იცი ამ დროს
რომ გარეთ არც წვიმს, არც ცრის, არც თოვს.

მხოლოდ ხანდახან კედლიდან ჭერზე
მანქანის მწვანე შუქი აივლის,
იმავე ფანჯრიდან უკან რომ გავა
და ჩამქრალს დაივლის აივნებს.

..ქვევით თუ ზევით –
მიწისქვეშა გვირაბების ირიბი გზებით,
შუქნიშნების გავლით,
როცა შენ გძინავს
მე ჩავუვლი მალვით
შენს სახლს, შენს ქუჩას, შენს ქალაქს,
მე ჩავუვლი შენს ჩამქრალ ბინას,
როცა შენ გძინავს. X2

შენ ყოველ ღამე უთოთი ათბობ ლოგინს
და მერე ოთახის ფართობს მიაშტერდები.
კედლების ჩრდილს, თუ ფარდების ფანტომს
შეაქცევ ზურგს და იცი ამ დროს
რომ გარეთ არც წვიმს, არც ცრის, არც თოვს.

მხოლოდ ხანდახან კედლიდან ჭერზე
მანქანის მწვანე შუქი აივლის,
იმავე ფანჯრიდან უკან რომ გავა
და ჩამქრალს დაივლის აივნებს…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!