კატეგორია: გაზაფხული, პოპ რუსუდან სებისკვერაძე – საყვარელო მამულო

გამოქვეყნდა: Apr 14th, 2014

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,869

Rusudan Sebiskveradze – Sakvarelo mamulo

საყვარელო მამულო,
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ
გულმა მხოლოდ შენი მზე
შენი მიწა იწამა.

შენს გაზაფხულს ვუმღერი
შენს აპრილს და მაისებს
კალთას გადაგიკოცნი
უბეს ვარდით აგივსებ.

აი რის გამარჯვებას
და სიცოცხლეს ვინატრებ
მზეო უფრო გაბრწყინდი
მზეო უფრო გვინათე.

მიწა ბარაქიანი
ოქროს ფერი ყანები
საყვარელო მამულო
გეტრფი გეთაყვანები.

ფეხზე წამომართულო
სააკაძის მახვილო
დროშავ თამარიანო
არასოდეს დახრილო.

ბაზალეთის ტბის ძირში
დარწეულო აკვანო
მამულისთვის დამწვარო
გმირო მამა-პაპანო.

მწარე იყო წარსული
დრო თვისი გაიტანა
ჩემო ტკბილო მამულო
ჩემო კარგო ქვეყანა.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!