კატეგორია: პოპ ქუჩის ბიჭები – ახალი წელი

გამოქვეყნდა: Jan 1st, 2014

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,091

ქუჩის ბიჭები – ახალი წელი (2000)
Quchis bichebi – Akhali tseli

(მუსიკა ი. ნოზაძე)

მისამღერი:
ახალი წელი ისევ მოვიდა (ვითვლით ბედნიერ წამებს)
ახალი წელი ისევ მოვიდა (თოვლს ვერ ვაცილებ თვალებს),
ახალი წელი ისევ მოვიდა (თეთრად ათენებს ღამეს).

შეხედე ცვივა თოვლის ფანტელი და მოყვება ქარს
რასაც ელოდი და მღეროდი (შენ აიხდენ მას)
და დამიჯერე ამ ღამეს რომ დახუჭავ თვალს
თორმეტჯერ დარეკავ ზარს ახედავ და გაიხსნება ცა
ანგელოზს შეავლებ თვალს
მიხვდები, რომ ზღაპარში შეაღებ კარს.

.. ვაჩერებ დროს, ეს წამიც გრძნობს,
რომ თამაშობს რაღაცის როლს
ლამაზად თოვს, იქ სადღაც შორს,
ვიღაც ვიღაცას სიყვარულს სთხოვს.

მისამღერი

ამ ღამეს იცი მე და შენ რომ ფანტელებს გავყვებით შორს
დაბინდულ გზებს, შენს ლამაზ თმებს ათოვს.
დღეს ხომ ერთ რამეს გთხოვ აჩუქო ოცნება ქათქათა თოვლს
შობის ღამეს ამ ახალ წელს გვათოვს.
..
მისამღერი..

მისამღერი 2:
ახალი წლის ამ ღამეს გვათოვს X2
(ზღაპარი იწყება თითქოს
თოვლი ხომ გვაჩუქებს სითბოს).

გაიგე რომ ფიფქს უნდოდა შენთან თამაში, მოფერება
სიახლოვისათვის და შენ კი ვერ ხვდები, ოდესღაც მიხვდები
და შენი ფიქრებით, სულ მასთან იქნები.
ფიფქი გეფერება თმაზე ვერ მოგეფერება სხვა.
შენ ინატრებ მასთან ყოფნას ის კი აღარ იქნება.
თოვლს ეფერები, ხელით ეხები, ის კი დნება,
თითქოს ხვდება და თითებს შუა ჩუმად იპარება.
ისევ თოვს თეთრად იმოსება არემარე.
მოდი ნახე თოვლი მალე, როცა ფიფქი ცაზე დაგიხატავს
ოცნებების ზღაპარს, შენი ფიქრებით, ისევ მასთან იქნები.
მოდით ცოტა ახლოს ვისაც ჩვენთან ყოფნა სურს
და ვინც ახალი წლისთვის გამოდის
გამოდი, გამოდი ჩვენთან ერთად.
ჩქარა მივცეთ ხელი-ხელს, მივეგებოთ მეკვლედ ახალ წელს
როცა თოვს.

მისამღერი 2 (2-ჯერ)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ქუჩის ბიჭები - ახალი წელი, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!