კატეგორია: პოპ ქეთათო & გიორგი კეკელიძე – თუ სიყვარული

გამოქვეყნდა: Sep 9th, 2013

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,222

Qetato & Giorgi Kekelidze -Tu sikvaruli
(მუსიკა/არანჟირება: გიორგი ასანიშვილი, ლექსი: გიორგი კეკელიძე
პროექტი “აზიური სიმღერები”

ამდენ ფიქრს ამდენ დარდს ვინ აიტანს, რა აიტანს?

თუ სიყვარული გაზაფხულია – რატომ ვეძებ გამხმარ ტოტებს, როცა ამდენი მწვანე ხეა.
თუ სიყვარული ზაფხულია – ქურქს რატომ ვეძებ, როცა გარეთ მზე წვიმს და სიცხე ადიდდა.
თუ სიყვარული შემოდგომაა – რატომ მშია, როცა ყანებს ზედ კბილის წინ უმწიფთ ნაყოფი.
თუ სიყვარული ზამთარია – მაშინ გაზაფხული რატომ არის, ან ზაფხული რატომ არის, ან შემოდგომა.
რატომ დგება წელიწადის ეს დროები, ამ ფანჯარასთან რატომ ველი სხვა სიმღერის შემობრუნებას.

ქარი გაიტანს, ქარი გაფანტავს.
ამდენ ფიქრს ამდენ დარდს შენ აიტან, შენ აიტანს.

ხან სიყვარული ისე მაღლაა –
თავის მოკვლაც აღარ გინდება,
ამოსული სულიც ვერ შეწვდება იმ სიმაღლეებს.
ამიტომაც შენს თავში ზიხარ,
მოწყენილი. უიარაღო.
როგორ უნდა გაზომო სიყვარული,
როცა ნაბიჯებით ითვლი
ნაბიჯებით ითვლი და მუხლი გეკეცება, სანამ მიაღწევ.
ამიტომაც არავინ იცის მისი სიგრძე.
რატომ დგება წელიწადის ეს დროები, ამ ფანჯარასთან რატომ ველი სხვა სიმღერის შემობრუნებას.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!