კატეგორია: პოპ დიმა ჭითანავა & ნინო ავალიშვილი – ჩამოვფრინდები, იასამანო

გამოქვეყნდა: Jul 4th, 2013

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,878

Dima Chitanava & Nino Avalishvili – Chamovfrindebi Iasamano
(სტუდია “ლურჯა ცხენები”, მუსიკა: ნანა ბალახაშვილი, ლექსი: ანა კალანდაძე, 1955)

შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი, დაუსაბამო…

ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
ცამ ხვაშიადი რატომ დამალოს?

გადმოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
გადმოვფრინდები, იასამანო!
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!

მისამღერი:
.. და მე ვუმღერებ შენს წინ ყვავილებს
ო, მე ვიმღერებ, ვიმღერებ მხოლოდ
.. ისევ უსაზღვროდ მინდა სიმღერა
როგორც ამ ლურჯ ცას არა აქვს ბოლო X2

(მივესალმები შენს ცინცხალ ყვავილს,
ცას სამადლობელს შევწირავ მხოლოდ,
გულს ეუფლება უსაზღვროება,
როგორც ამ ლურჯ ცას არა აქვს ბოლი…)

ყვავილი შენი ქარში ირხევა (ირწევა),
თეთრი ღრუბლები ტაატით დიან…

ნუ შეშფოთდები, ღრუბლებს თუ გავყვე,
მინდა, ველურმა ქარებმა მდიონ!

შეხედე ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი დაუსაბამო…
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
მე… ხვაშიადი რატომ დავმალო?

მისამღერი..

შეხედე ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი დაუსაბამო…

(ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!