კატეგორია: პოპ ლექსენი – ამტანი

გამოქვეყნდა: Feb 19th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,685

Lex-Seni & Big Tiko – Amtani

თუ გინდა იყო მაგარი, შენ უნდა იყო ამტანი

მისამღერი:
მოეშვი გონებით, ნურაფერს ემონები,
თუ ხარ ტიპი გამტანი, უნდა გერქვას ამტანი,
მოეშვი გონებით, ნურაფერს ემონები,
თუ აიტან ბევრ რამეს, ვერ დაგაკლებენ ვერაფერს

ლექს–სენი:
ეს ცხოვრება არის დიდი შოუ, ეს ცხოვრება არის დიდი თამაში,
ჭეშმარიტება იბადება კამათში, ცუდი არაფერია ამაში.
ცოტას თუ აიტან დღეს, ხვალ შეძლებ უფრო ბევრს,
ვინც ამას გაიგებს, სხვა ცხოვრებას დაიწყებს.
ყველა თამაშს აქვს თავის წესი, ნუ დაიბნევი, მოიხსენი სტრესი
უნდა აიტანო ზოგჯერ პრესი და ექნება მეტი ინტერესი, ამას.
ბევრი რამე უნდა აიტანო, თავი უნდა გაიტანო,
წარსულზე რომ არ ინანო, მერე სად, სად უნდა დაიმალო.

მისამღერი

ბიგ თიკო:
თუ მოუხმობ გონებას მიხვდები, რომ შენ უფრო შენ თავს სჭირდები,
ეგ იმედი ვერაფერს გიშველის, დაფიქრდი სისუსტე ვის შვენის?
შენ უნდა შექმნა ახალი, შენ უნდა მოერიო თავს.
პირველი ნაბიჯები აქ არის, თუ გზას გაუკვალავ სხვას,
მიზანი რომ დაისახო, პრობლემა სწორედ უნდა დაინახო
მოგაგონდება მეორედ რომ დაიბადე, აქამდე მიხვდები არ დაიკარგე.
გაგანდე ის რასაც არ ვამბობ ხოლმე, ყველაზე მეტი აქ შენ თავს მოთხოვე,
თუ გინდა რომ არ გყავდეს აქ ბადალი, იყავი უფრო მეტის ამტანი.

მისამღერი

ბიგ თიკო:
ეს ცხოვრება არის დიდი თამაში, ეს ცხოვრება არის დიდი შოუ,
ჭეშმარიტება იბადება კამათში, ცუდი არადერია ამაში
ლექს–სენი:
თუ მოუხმობ გონებას მიხვდები, რომ შენ უფრო შენ თავს სჭირდები,
ეგ იმედი ვერაფერს გიშველის, დაფიქრდი სისუსტე ვის შვენის…

მისამღერი

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!