კატეგორია: პოპ მერაბ სეფაშვილი – სერენადა

გამოქვეყნდა: Jun 4th, 2013

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,311

Merab Sepashvili – Serenada
(მუსიკა: ალექსანდრე ბასიალაია, ტექსტი: ჯემალ ბაღაშვილი,
არანჟირება: ირაკლი მენთეთაშვილი)

სულ თვალს მარიდებ, სხვას უგალობ, აიმედებ
ჩემთვის ღიმილი ვერასოდეს გაიმეტე,
ბედის ღალატმა დარდზე დარდი დამიმატა
შენს თავს არავის არ დავუთმობ, არ გავატან.

მისამღერი:
.. ძველებურად უდარდელი აღარა ვარ
სნეული ვარ, შენი ტრფობით ავადა ვარ,
სხვა შეიყვარე, დარდიანი ამადა ვარ
ლხინი სად არის, გლოვის სუფრის თამადა ვარ.

ერთადერთი ხარ, ჩემი სულის დედოფალი
შენი ბადალი, და სად არი, არსად არის,
ძილი დავკარგე, რა დღიდანაც გაგიცანი
ასე ლამაზი, ხმა ნარნარი, თვალ მცინარი.

მისამღერი..

Live

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!