კატეგორია: პოპ ? – ფიქრების ზღვა

გამოქვეყნდა: Apr 14th, 2013

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,897

Fiqrebis zghva
(ტექსტი: ოთარ რამიშვილი)

ფიქრების ზღვა დარდის ლოდებს მახეთქებს
გამომრიყავს ისევ მითრევს ტალღებში
გაზაფხული ტყემლის კვირტებს აფეთქებს
ალუბლებს რთავს საქორწინო კაბებში.

მისამღერი:
.. როგორ მომწონს წელიწადის ოთხი დრო
ყველას მისი სილამაზე ამშვენებს,
მე ზამთარმა ვიცი უნდა მომხიბლოს
ვგრძნობ რომ მალე სუსხს და ყინვას მაჩვენებს X2

რამდენ წუხილს სევდას უძლებს ეს გული
და რამდენი ტანჯვა გადამხდენია
ადიდდება გამიტაცებს ენგური
დასრულდება ჩემი ყოფნის დღენია.

..გევედრები მიპატრონე თუ შესძლებ
დამიდექი გვერდში როგორც მფარველი
ეს ღიმილი შემარჩინე ტუჩებზე
სხვას არა გთხოვ და არაფერს არ ველი X2

გადმოწერეთ / Download:
http://soundcloud.com/tatia-tso/fiqrebis-zgva-sufta-otar
და
http://soundcloud.com/tatia-tso/fiqrebis-zgva-me

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!