კატეგორია: პოპ ბაკი ლორთქიფანიძე – თბილისი

გამოქვეყნდა: Apr 3rd, 2013

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,011

Baki Lortkipanidze – Tbilisi

ყოველ ღამით შენს ქუჩებში სეირნობა მინდება
მიყვარს შენი განთიადი მიყვარს შემობინდება
არაფერი მირჩევნია შენს ქუჩებში სიარულს
როცა ვხედავ მეგობრების მე განწყობას მხიარულს.

ზამთარშიც კი აქ ტრიალებს უთბილესი აურა
სანამ ხალხით გაივსება მთები და გუდაურა
გაზაფხულის ჩემს ქალაქში სიყვარულის ფერია
და თბილისზე უკეთესი ქვეყნად არაფერია.

აბაშიძე, ჭავჭავაძე, კანაბე და შარდენი
ერთ დროს იყო მიუსიქ ჰოლი იყო ვერე გარდენი
ერთ დროს იყო თენეი და ახლან უკვე ჩეკინია
ამ ქალაქში თქვენთან ერთად მე არაფრის მეშინია.

ჩვენს სახლებში ისევ თბილა გარეთ ცივი ზამთარია
და თბილისში ყველა სახლი სიყვარულით გამთბარია
თუ კი თბილისს გირჩევნია ლონდონი ან პარიზი
გამოდის რომ შენს ქალაქზე არაფერიც არ იცი.

მისამღერი:
.. როცა თბილისს ათოვს ფანტელები თეთრად
როცა მესმის ჩემი მეგობრების ხმა,
მაშინ მინდა ვიყოთ ამ ქალაქში ერთად
მეტი არაფერი არ ვინატრო სხვა.

ათასობით მაღაზია უამრავი ბრენდები
მილიონი ლავ სთორი და ბოლუსები ენდები
ჭორიკნებს არ ეპარებათ აქ არცერთი შემთხვევა
ამ ქალაქზე ჩემი აზრი ალბათ თქვენსას ემთხვევა.

უეჭველი ატრიბუტი რეიბანის სათვალე
ბარი ვაითს თუ არ უსმენ ვერც გაქაჩავ ჩათვალე,
ვაკვირდები ტანსაცმელზე წარწერებს და ლოგოებს
და იზაბელ მარანტები ევასებათ გოგოებს.

მისამღერი..

ჩემს თბილისში მიყვარს წვიმა მიყვარს თოვლის ფანტელი
რუსთაველზე უამრავი ხალხის კორიანტელი
მიყვარს როცა ქუჩებს ათოვს უამრავი ფიფქები
თქვენთან ერთად ამ ქალაქში ბედნიერი ვიქნები.

მიყვარს შენი ყველა ქუჩა მიყვარს ყველა შენობა
რომ იცოდე რა ძნელია ხანდახან უშენობა
მიყვარს შენი აპრილი და მიყვარს შენი ივნისი
ყველა ქალაქს მირჩევნია ჩემი კოხტა თბილისი.

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ბაკი ლორთქიფანიძე - თბილისი, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!