კატეგორია: პოპ ალუდა ქეთელაური – დედი

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2013

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 8,021

Aluda Ketelauri – Dedi
(ტექსტი: მერაბ არაბული)

დედი, სახვალიოდ საგძალ გამიმზადე,
უნდა გადავიარ ჭაუხ ნისლიანი.
კაი, რას სდარდობ,
აღარც ბალღი ვარ და
თოვლიც ცოტაღაა, შავი და ჭიანი.

დედი, გახსოვს ალბათ,
ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს,
ავჰყევ დეკიანის.
მაინც არ იშლიდი, მაინც ჩამაცმიე,
პაპის ქალბანნი და პერანგ ჯვრებიანი.

დედი, გეფიცები,
ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ,
ქარაფს დავეკიდე.

დედი მაპატიე, სანამ დავენარცხე,
შენზე ვფიქრობდი და
ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი, მე მოვკვდი და ესეც მაპატიე,
იცი?! იმ ხარ-ჯიხვსაც,
შუნი დასტიროდა.
ახლა, ალბათ მამაც,
ჭიქას აიღებს და ჩემი მასპინძლობით
იტყვის უდროოთას.

დედი, ჩემ საფლავზე,
იმ შენ იასამნებს,
უდგათ პერიოდი, ლურჯად შეფერების…
იცი?! ყოველღამე შენთან მოვდივარ და
შენ თმაში ჭაღარებს, ჩუმად ვეფერები…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.6/10 (13 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +9 (from 9 votes)
ალუდა ქეთელაური - დედი, 7.6 out of 10 based on 13 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!