კატეგორია: გაზაფხული, როკი მთვარის კლუბი – მე გაზაფხულზე გეპატიჟებით

გამოქვეყნდა: Mar 3rd, 2013

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,404

Mtvaris klubi – Me gazapkhulze gepatizhebit
(ჯგუფი: ლევან ქუმსიაშვილი, გოგიტა მაისურაძე, მურმან ლომიძე)

ყველა წავიდა, დამტოვეს მარტო,
ქარი უბერავს გაგიჟებით,
თქვენ ვერ მიმიხვდით, მე ხომ უბრალოდ,
გაზაფხულზე გეპატიჟებით.
.. მე გაზაფხულზე გეპატიჟებით..

მერე მოხვალთ ვით ავადმყოფს,
თეთრ ლოგინზე ჩამომიჯდებით,
თქვენ მზად არა ხართ ან არ გახსოვთ,
..მე გაზაფხულზე გეპატიჟებით..

ისევ მოვა შემოდგომა,
თავს მოგვაწყენს სველი ამინდებით,
გინდ იყოს ზამთარი, დაიწყოს თოვა
.. მე გაზაფხულზე გეპატიჟებით..

(ისევ მიყვარხარ
მე მოვალ შენთან და ვნახავ შენს თვალებს,
ისევ მიყვარხარ.
მე მოვალ შენთან და გაკოცებ ლოყაზე,
ისევ მიყვარხარ.
მე მოვალ შენთან და გაჩუქებ მთვარეს,
ისევ მიყვარხარ.
გახსოვდეს, რომ ისევ მიყვარხარ.
ოღონდ, შენ ნუ მომიხურავ კარებს,
ოღონდ შენ ნუ დამიძახებ ბავშვს,
ოღონდ, შენ ნუ მომარიდებ თვალებს,
გახსოვდეს, რომ ისევ მიყვარხარ.
გახსოვდეს, რომ ისევ მიყვარხარ)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!