კატეგორია: პოპ OST – ვინა სთქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია

გამოქვეყნდა: Feb 13th, 2013

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,270

OST- Vina stqva rom tskhovrebis gza didia
(მუსიკა: გიორგი ცაბაძე, ტექსტი: პეტრე გრუზინსიკი;
სპეკტაკლიდან “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”)

ვინა თქვა რომ ცხოვრების გზა დიდია?
საცალფეხო ერთი ბეწვის ხიდია,
ჩვენი ბედიც ამ ბეწვზე და კიდია
დღეები კი როგორ ჩქარად მიდიან.

შენც ხომ იცი სიყვარული რა არის (საბედოჯან)
შენ ჩემზედა მე შენზედა დამწვარი
როგორც წინათ ეხლა აღარ ვარგიხარ
ეხ რასიზამ ორასი წლის ყვავი ხარ.

ფული მქონდა როგორც კაჟი სტამბულის
მეც ვიცოდი ბაიათები გაბმული
ქალის ეშხი აბა ჩემთან რა იყო
ეს ოხერი წლებმა ყველა წაიღო.

ვახ როგორი ახალგაზრდა ვიყავი
ქალებისგან მუდამ გაურიყავი,
არასოდეს მიცხოვრია გლეხურად
ფული მქონდა, თავზე ქუდი მეხურა.

ვინა თქვა რომ ცხოვრების გზა დიდია?
საცალფეხო ერთი ბეწვის ხიდია…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!