კატეგორია: პოპ იმერი – ნატვრა

გამოქვეყნდა: Jan 19th, 2013

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,672

ანსამბლი იმერი – ნატვრა
Ensemble Imeri – Natvra

(ხალხური)

.. ჩერქეზის ქალსა აქებენ
ის გვერდით მომიწვინაო,
კახური ღვინო წითელი
.. მილებით მომიდინაო.

მისამღერი:
.. ჰე, ჰე, ნეტავი ნატვრა მანატრა და …
ჰე, ჰე, ეს ნატვრა ამიხდინაო, ო …

..

.. ოქროს სასახლე ამიგო,
ჭრელის წალკოტით წინაო!
მუხრანბატონი ყმად მომცა,
ამილახვარი ვ(შ)ინაო.

მისამღერი…

იმასთან ბევრი ყოფილა
რაც მამაპაპას ჰქონია
კაცი ქოთანში მოუხარშავს
ქვაბი არც იმას ჰქონია.

(მუკუზნის ღვინით დამათრო
ახმეტას დამაძინაო.
თორმეტი კოდი კორკოტი
ერთ ჯერად გამიჩინაო.
ლალისყურის გალავანი
ჯამით დამედგა წინაო,
სადაც დიდი ჭანდარია
კოვზათაც მამცა შინაო)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!