კატეგორია: პოპ მაყვალა & არჩილ ჩიხლაძეები – კართან მოდგა შემოდგომა

გამოქვეყნდა: Oct 14th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 19,531

Makhvala & Archil Chikhladze – Kartan modga shemodgoma

კართან მოდგა შემოდგომა
ნაადრევად მოფრენილი
გაზაფხულის მეგობრები
.. დამეფანტნენ ფოთლებივით X2

ზოგი ომის ქარიშხალში
ზოგი კიდევ მშვიდობაში
ზოგი იქით ბავშვობაში
.. ზოგი აქეთ დიდობაში X2

ის დღეები მენატრება
გულსავსე და მხიარული
მომეწყინა ქვეყანაზე
.. უმეგობროდ სიარული X2

ეს ცხოვრება გაგვივლია
გვიშრომია გვიომია
რა ძნელია მოძმის პოვნა
.. დაკარგვა კი იოლია X3

რა უცბად გაპარულა
ნაადრევი სიხარული
ძალზედ ხშირად მახსენდება
.. ის პირველი სიყვარული X2

რა ყოფილა მოგონება
გული დარდით დამექარგა
სიყმაწვილის ბილიკებზე
.. ერთი გოგო დამეკარგა X2

მენატრება მისი ნახვა
მისი გული მხიარული
მომეწყინა ქვეყნაზე
.. უალერსოდ სიარული X2

ეს ცხოვრება გაგვივლია
გვიშრომია, გვიომია
რა ძნელია სატრფოს მოვლა
.. დაკარგვა კი იოლია X5

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
მაყვალა & არჩილ ჩიხლაძეები - კართან მოდგა შემოდგომა, 9.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!