კატეგორია: პოპ მარეხი გოძიაშვილი – ირემი

გამოქვეყნდა: Oct 2nd, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,723

Marekhi Godziashvili – Iremi
(ტექსტი: იოსებ ნონეშვილი)

გამიგონია მთვარიან ღამეს
ტბასთან მივიდა ერთი ირემი.
ტბა იყო წყნარი (მშვიდი) და მოკამკამე
შემოხატული ლერწმის (შემოფარგლური ვერხვის) ჩრდილებით.

თავისი ლანდი შენიშნა მორევს
და როს სინჯავდა შნოსა და იერს
არ მოეწონა ფეხები, თორემ
ქორბუდა რქებმა მოხიბლეს ძლიერ.

სწორედ იმ ხანად (ჟამად) უცნაურ ძალით,
გამოაფხიზლა ლომის ღრიალმა
და დაწუნებულ ფეხებმა წამით
გადააქროლეს (გადაატარეს) გაშლილ იალაღს.

დროზე უშველა ტყეს შეეფარა,
ტყე დაებურა გაუვალ ბუჩქნარს
და როცა ბილიკს ეძებდა ჩქარა (ტყიდან)
იმ ლამაზ რქებით გაება უცებ.

ო, დაუკვირდი კარგო ამ ამბავს,
ბრძნულია იგი და ძველის-ძველი.
იმ ირემივით შენც ფიქრობ ალბათ,
დე, ასე იყოს სურვილი შენი.

მხოლოდ იცოდე, იცოდე მხოლოდ,
თუ ქებით უფრო გადაირევი.
..ეგ სილამაზე დაგღუპავს ბოლოს,
როგორც დაღუპა რქებმა ირემი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.0/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +5 (from 5 votes)
მარეხი გოძიაშვილი - ირემი, 7.0 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!