კატეგორია: პოპ თემურ წიკლაური – ძმობის სიმღერა

გამოქვეყნდა: Sep 29th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,130

Temur Tsiklauri – Dzmobis simghera
(მუსიკა: ვაჟა არაზაშვილი; ტექსტი: ლ. სხირტლაძე)

ეს ცხოვრება დღემდე ისე გამივლია
გულს ღალატი არასოდეს გამივლია,
საფიცარი მქონდა მხოლოდ ერთი
ძმობისა და სიყვარულის ღმერთი.

ეს ცხოვრება დღემდე ისე გავიარე
არ ვუჩივი გულის არცერთ ნაიარევს,
ვერ მჯობნიდა კაეშანი, დარდი
გვერდით მყავდა მეგობარი ნაღდი.

მისამღერი:
.. შენს მზეს ვლოცავ, მეგობარო, შენს მზეს ვლოცავ!
შენს კაცობას, ბოლომდე რომ მიერთგულე,
ცოცხლებს ალალ სინდის-ნამუსს დაგილოცავთ
ვინც წავიდა ვენაცვალე იმათ სულებს.

გული გვქონდეს უღალატო, ერთიანი
გაგვითენდეს დღე ნათელი დღე მზიანი.
ვერაფერი მოგვერევა ქვეყნად
თუ ვიქნებით, თუ ვიქნებით ერთად.

თქვენი დარდი ჩემი სევდა, ტკივილია
თქვენი ლხინი სიმღერა და ღიმილია,
მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე
ალალ იყოს ეს სიმღერა თქვენზე!

მისამღერი.. X2

მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე,
ალალ იყოს ეს სიმღერა თქვენზე!

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.1/10 (13 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 6 votes)
თემურ წიკლაური - ძმობის სიმღერა, 7.1 out of 10 based on 13 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!