კატეგორია: პოპ ბუბა – ობოლი ბიჭი

გამოქვეყნდა: Sep 17th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,855

BooBa (Grafiti) – Oboli bichi
ბუბა (ნუგზარ აბაზოღლი / გრაფიტი) – ობოლი ბიჭი

მისამღერი:
.. ობოლი ბიჭი ცხოვრებაზე ფიქრობს
სიტყვა „მშობელი“ მისთვის არის უცხო
დედის სიყვარულს ბავშვივით ნატრობს
როცა იცინის მაშინაც კი დარდობს.

მამა სულ არ ახსოვს, დედაც ადრე დაკარგა
ვერ ამოდის ჭაობიდან, რომელშიც ჩავარდა
გზა და თვალებში ეტყობა მერე რა რომ იღიმის,
შეიძლება ეტირება, მაგრამ მაინც იცინის
თავს ახსენებს დარდი, როცა მარტო რჩება,
გული სტკივა მაშინ, როცა ხვდება,
რომ ცხოვრებამ მას არ დაუტოვა შანსი,
მისთვის უცნობია სიყვარულის ფასი.

არ უგვრძნია დედის სითბო, არ იცის არა,
მამის მხარდაჭერა, არ ჰყოლია მამა
დედის იავნანა, მამის დარიგება,
წაიქცა, მაგრამ ვერ დაიძახა დედა
არ სჩვევია სიბრალე, ვერავინ იბრალებს
არავის ეცოდება , არავინ აბრალებს
ახალ წელს აღნიშნავს ყოველთვის მარტო,
ან არ აღნიშნავს, ზის და დარდობს.
ობოლი ბიჭი ცხოვრებაზე ფიქრობს
სიტყვა „მშობელი“ მისთვის არის უცხო
დედის სიყვარულს ბავშვივით ნატრობს
როცა იცინის მაშინაც კი დარდობს.

მისამღერი…

არასდროს არ უთქვამს დედას ვფიცავარ,
ყოველთვის იფიცება, დედის სულს ვფიცავარ,
ხშირად ათვალიერებს ბავშვობის სურათებს,
სურათებში პატარაა ვერ იხსენებს ვერაფერს,
მაგრამ გრძნობს სითბოს, გრძნობს სიყვარულს,
ცხოვრება არ სთავაზობს მას სხვა სიხარულს,
სულ რაღაც სევდიანი, სულ რაღაცაზე ფიქრობს,
ცუდად არის , მაგრამ არასდროს არ იტყობს.

მე კი ვერ გავბედე რომ ვკითხო:“მომიყევი, რა გჭირს?“
ან რა უნდა მომიყვეეს, დარდი ყველამ იცის,
ყველამ იცის რაც აწუხებს, რაც ადარდებს,
მერე რა, რომ თავს ბედნიერს გვაჩვენებს,
მერე რა რომ ცდილობს, იბრძოლოს, არ დაეცეს,
ეგაც იცის თუ წაიქცა უნდა ადგეს
„წაიქცევი, ადექი“ მამას არ უთქვამს,
სხვისგან აქვს გაგონილი, არ ივიწყებს ამ ორ სიტყვას.

მისამღერი…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!